რეგიონებში არასრულწლოვან ბავშვებს ე.წ. "ციხის კადრები" უჩვენეს - როგორ ეხმაურებიან მომხდარს ფეისბუქზე

რეგიონებში არასრულწლოვან ბავშვებს ე.წ. "ციხის კადრები" უჩვენეს - როგორ ეხმაურებიან მომხდარს ფეისბუქზე

როგორც წუხელ, რუსთავი 2-ის გადაცემა P.S.-ში ნაჩვენები სიუჟეტიდან გახდა ცნობილი, საქართველოს რამდენიმე რეგიონში, სკოლის მოსწავლეებისთვის ე.ი. ”ციხის კადრების” ჩვენება გაიმართა...

მომხდარმა "ფეისბუქზე"  საზოგადოების დიდი გაღიზიანება გამოიწვია. გთავაზობთ თემასთან დაკავშირებულ პოსტებს:

ნათია ფანჯიკიძე - მშობლებო, ეს თუ მართალია, იცოდეთ, რომ თქვენი შვილების ფსიქიკის მიზანმიმართული ნგრევა მიდის. დაანონსებულ 200 სერია არადოკუმენტურ ფილმს რომ გვიპირებენ, ამას ვუყურებ ცუდი თვალით ხალხის ფსიქიკის ბოროტად მართვის და დამუხრუჭების გამო და მთლად ბავშვებზე და მთლად რეალისტური კადრებით თუ მიიტანდნენ იერიშს, რთული წარმოსადგენი იყო.

არავინ არ იცავს ჩვენს შვილებს ტოქსინებისგან, არც ფსიქიკური და არც ფიზიკური თვალსაზრისით (ისევ გაიცემა ურეცეპტოდ ფსიქოტროპული წამლები, რეცეპტი მხოლოდ დანარჩენებისთვის ამუშავდა, ვინც წამალს შესაბამისი დანიშნულებით ვიყენებთ), არავინ ზრუნავს განათლების დონის ამაღლებაზე, ბავშვებისთვის მეტად პერსპექტიული გარემოს შექმნაზე, ამიტომ უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ მაინც მაქსიმალურად დავიცვათ საკუთარი ბავშვები არაჯანსაღი გავლენებისგან.

არ წაიყვანოთ შვილები ასეთ "ღონისძიებაზე", გვიან და მძიმედ მოიმკით შედეგებს, უფრო სწორად, მოვიმკით მთელი ქვეყანა, მთელი საზოგადოება, თუმცა შეიძლება მკის დრო რომ მოვა, ისე ავად ვიყოთ ყველა, ვეღარც მივხვდეთ, რა გვჭირს.

ნანუკა ჟორჟოლიანი - თავი მომაჭერით თუ ბოლოს არ აღმოჩნდეს რომ ბედუკაძეც ამათი პროექტია. ამის გაკეთება მხოლოდ მახინჯი ფსიქიკის ადამიანს შეუძლია.

ნინო დანელია - არასრულწლოვანი მოზარდები მოტყუებით, ორგანიზებულად წაიყვანეს სკოლიდან და აჩვენეს ძალადობის შემცველი კადრები. მასწავლებელი და დირექტორი ასე ორგანიზებულად ბავშვების სკოლიდან გაყვანას ვერ მოახერხებდნენ, რომ არა ადგილობრივი რესურს-ცენტრი და განათლების სამინისტრო. დავიცვათ ჩვენი შვილები უპასუხისმგებლო მოხელეებისგან.

ანდრო ბარნოვი - რას ამბობენ ივანიშვილის ანალიზატორები, ბავშვებისთვის სასარგებლოა მოტყუებით მიყვანა და ძალადობის სცენების ჩვენება? რომელი ანალიზატორია ამ თემაზე პასუხისმგებელი? გამოვიდეს ერთი, მოგვახსენოს მისი მაღალი აზრი. ვაი თქვენს პატრონს მართლა!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია