შეიძინა თუ არა ჯაბა სამუშიამ ერთ დღეში სამი ბინა

შეიძინა თუ არა ჯაბა სამუშიამ ერთ დღეში სამი ბინა

დღეს საინფორმაციო სააგენტო "ფრეშნიუსმა" გაავრცელა ინფორმაცია, საკრებულოს დეპუტატის ჯაბა სამუშიას მიერ, ერთ დღეში სამი ბინის შეძენის შესახებ. ჩვენ დავუკავშირდით ჯაბა სამუშიას და თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთოვეთ:

- ეს ბინები კერდიტით მაქვს აღებული და როდის დავფარავ კაცმა არ იცის. არა მაქვს უფლება რომ კრედიტი ავიღო?! ეს ბინები არაა ჩემი და ეს პირდაპირ წერია ხელშეკრულებაშიც, სადაც ბინის მესაკუთრედ მშენებლი კომპანიაა მითითებული, თუმცა "ფრეშნიუსმა" (ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა) ხელშეკრულების მეორე გვედრი, სადაც მესაკუთრეა მითითებული არ აჩვენა და მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა. კრედიტით ბინის შეძენა, ხდება ყოველ ფეხის ნაბიჯზე და რადგან საკრებულოს დეპუტატი ვარ მე მეკრძალება?!

- ანუ მხოლოდ კრედიტის დაფარვის შემდეგ გახდებით ბინის მესაკუთრე?

- რა თქმა უნდა. აბა ისე ვინ მაჩუქებს ბინას. მე მაქვს აღებული ვალდებულება რომ ეს კრედიტი უნდა დავფარო და მხოლოდ ამის მერე გახდება ეს ბინა ჩემი. მე რომ რამეს არასწორს ვაკეთებდე და ხალხის მოტყუება მინდოდე ასე ღიად გავაკეთებდი რამეს?! არაფერი მაქვს არავისათვის დასამალი. მყავს სამი ბიჭი, ამჟამად მაქვს სამოთახიანი ბინა, სადაც საცხოვრებელია ორი ოთახი და მინდა ბიჭებს ერთი ოთახით მეტი ჰქონდეთ და არა მაქვს ამის უფლება?! როდესაც მე ვიყიდე ეს ბინები იქ იყო სამი ბინა, აქედან ორი ერთოთახიანი იყო ( ერთი 35 კვმ, მეორე 38 კვმ) და ერთი ოროთახიანი ბინა. როდესაც მივედი და ვუთხარი რომ მინდა ოთოთახიანი ბინა მეთქი, მშენებელმა კომპანიამ ეს სამი ბინა გააერთიანა. მთლიანი საცხოვრებელი ფართია 130 კვმ. კიდევ ვიმეორებ რომ ეს ბინა ამ მომენტისათვის ჩემი არაა. მე მაქვს ვალდებულება რომ ამ კრედიტს დავფარავ და მხოლოდ ამის მერე ხდება ბინა ჩემი საკუთრება, მაგრამ თუ ეს ვალდებულება ვერ შევასრულე ბინა ჩემი საკუთრება არ გახდება.

- ეს ბინა იგივე პირობებით შეიძინეთ როგორც სხვა მყიდველებმა?

- რა თქმა უნდა. ზუსტად იმ პირობებით ვიყიდე როგორც სხვებმა. ოფიციალური ფასი ფირმას ჰქონდა 650 დოლარი ერთი კვმ. ეს სარეკლამო ბანერებზეც კი ჰქონდათ გამოკრული და მეც ზუსტად ამ ფასად შევიძინე. არანაირი შეღავათით არ მისარგებლია, ზუსტად იმ პირობებით გაფორმდა ხელშეკრულება, როგორც ნებისმიერ სხვა მყიდველის შემთხვევაში.

ლადო გოგოლაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია