"ქართული ოცნება" არასრულწლოვანთათვის შემზარავი კადრების შემცველი ფილმის ჩვენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

"ქართული ოცნება" არასრულწლოვანთათვის შემზარავი კადრების შემცველი ფილმის ჩვენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" არასრულწლოვანთათვის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ამსახველი შემზარავი კადრების შემცველი ფილმის ჩვენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ პარტიის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ამსახველი შემზარავი კადრების შემცველი დოკუმენტური ფილმის არასრულწლოვანთათვის ჩვენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. მოვუწოდებთ ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ მომხდარი, გამოავლინონ პასუხისმგებელი პირები და მიიღონ ყველა ზომა, რათა მომავალში არ გამეორდეს მსგავსი ფაქტები", - ნათქვამია განცხადებაში.

ტელეკომპანია "ოდიშის" ცნობით, ზუგდიდის კულტურის ცენტრში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიანი მმართველობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა" ჩვენების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" ხელმძღვანელი, ყოფილი პოლიტპატიმარი გია სალუქვაძე იყო და ფილმის ჩვენებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. მოსწავლეები ამბობდნენ, რომ მათ კლასის დამრიგებელმა უთხრა, რომ შეხვედრაზე წასვლა დირექციის მოთხოვნა იყო. ანალოგიური ჩვენება ფოთშიც გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა