"სისხლიანი ცრემლებით იტირებთ!" - ლადო სადღობელაშვილის კომენტარი "ნაციონალური მოძრაობის" გამოქვეყნებულ აუდიომასალაზე

"სისხლიანი ცრემლებით იტირებთ!" - ლადო სადღობელაშვილის კომენტარი "ნაციონალური მოძრაობის" გამოქვეყნებულ აუდიომასალაზე

"თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ აუდიომასალის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და დაცვის გამოყოფას ითხოვს.

ლადო სადღობელაშვილი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში უარყოფს, რომ გამოქვეყნებულ ჩანაწერში საგამოძიებო ნაწილის უფროს ზუზაძეს ესაუბრება და აცხადებს, რომ არც იცის, ვინ არის საგამოძიებოს უფროსი.

მისივე თქმით, აუდიო მასალა სამი ეპიზოდისგან შედგება და პირველში ის ესაუბრება პატრულის თანამშრომელს, რომელმაც დააკავა; მეორე ნაწილში, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შეღებვაზეა საუბარი – მასთან ერთად დაკავებულ მეგობარ გიორგი მუხიგულაშვილს, ხოლო მესამე ფრაგმენტი გაწყვეტილია.

"ვამბობ, რომ ჩემი არსებობა უკვე შეთანხმებულია საქართველოს მოსახლეობასთან, რომლისთვისაც ჩვენი ახალგაზრდები, "თავისუფალი თაობა" არის სასიცოცხლო მნიშვნელობის, ვინაიდან ჩვენ ვაკეთებთ ყველაზე დიდ საქმეს, რასაც "ნაციონალებთან" ბრძოლა ჰქვია. ასე, რომ ბოლომდე გამოაქვეყნონ ჩანაწერი", - განაცხადა სადღობელაშვილმა.

ლადო სადღობელაშვილი ხელისუფლებას მიმართავს, აუცილებლად აღიძრას სისხლის სამართლის საქმე აღნიშნულ ფაქტზე, ვინაიდან მოხდა მისი პირადი მონაცემების, მისამართის გაჟღერება.

"ნებისმიერ დროს შეიძლება, მომადგეს "ნაციონალური მოძრაობის" ვიღაცა შერეკილი ტიპი, რომელსაც დავალებული ექნება ჩემი აფეთქება და მერე ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა, ძალიან მაინტერესებს? მოვითხოვ, სახელმწიფომ გამომიყოს პირადი დაცვა, იმიტომ რომ ამ აუდიომასალის შემდეგ ჩემს სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე", - განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.

ამასთან, სადღობელაშვილის თქმით, საინტერესოა, როგორ მოხვდა სამართალდამცველების ჩანაწერი "ნაციონალური მოძრაობის" ხელში.

"ნაციონალური მოძრაობის" საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ახლა იწყება არ დავიწყება. ასეთი საქციელით ვერც მე და ვერც "თავისუფალ თაობას " ვერ შეგვაშინებთ. თქვენი საქციელი ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ, რაც გარწმუნებთ თქვენთვის ისეთი მტკივნეული იქნება, რომ სისხლისნი ცრემლებით იტირებთ!", - აცხადებს სადღობელაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა დღეს აუდიოჩანაწერი გაავრცელა,სადაც, მისივე თქმით, ლადი სადღობელაშვილი აქციების დაგეგმვის შესახებ შსს-ს საგამოძიებო სამსახურის უფროსს ესაუბრება.

იხილეთ ასევე: "მომდევნო კვირა ჩაინიშნე! ჩემი გამჩერებელი ვინ არის?" - ფარულ ჩანაწერში სადღობელაშვილი პოლიციას აქციების გრაფიკს უთანხმებს?

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა