თბილისში მამაკაცმა მეუღლე მოკლა

თბილისში მამაკაცმა მეუღლე მოკლა

სამართალდამცავებმა მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული რაფაელ შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, არსენალის მთის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლე, 1983 წელს დაბადებული სუზანა ს. მოკლა. სამართალდამცველებმა რაფაელ შ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ