სახლი, რომელიც ფილარმონიის მშენებლობას შეეწირა

სახლი, რომელიც ფილარმონიის მშენებლობას შეეწირა

XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს თბილისში დიდი საკონცერტო დარბაზის აუცილებლობის საკითხი წამოიჭრა. ოპერისა და ბალეტის თეატრისა და სპორტის სასახლის დარბაზები ვეღარ იტევდა ამა თუ იმ ღონისძიებაზე მისულ მაყურებელს.

არც მათი სცენები იყო კონცერტისთვის სათანადოდ მოწყობილი და გაფორმებული, ამიტომ საჭირო გახდა როგორც ტექნიკური, ისე ეთიკური თვალსაზრისით თანამედროვე სტანდარტების შენობის აგება და ამ მასშტაბური მშენებლობის პროექტის ავტორობა ივანე ჩხენკელის სახელს უკავშირდება...

თბილისის საკონცერტო დარბაზი, დღეს ასე ჰქვია ამ შენობას, მაგრამ ყველა ისევ ''ძველებურად'' მოიხსენიებს- ფილარმონია. ზოგიერთ ქვეყანაში ფილარმონია საკონცერტო ორგანიზაციებისა და საზოგადოებების სახელწოდებაა. XIX საუკუნეში ევროპისა და ამერიკის ქალაქებში შეიქმნა ფილარმონიული საზოგადოებები, რომლებიც პროპაგანდას უწევდნენ სიმფონიურ მუსიკას.

XX საუკუნეში ასეთი საზოგადოებები ფართოდ გავრცელდა, ევროპის სოციალისტურ ქვეყნებსა და საბჭოთა კავშირში- სახელმწიფო ორგანიზაციებად იქცნენ. საბჭოთა კავშირში ფილარმონიის მიზანი იყო მუსიკალური ნაწარმოებების, ცალკეულ შემსრულებელთა საესტრადო ხელოვნების სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია. პირველი ფილარმონიები ჩამოყალიბდა პეტროგრადსა და მოსკოვში 1921-1922 წლებში. საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სულ 140-მდე ფილარმონია იყო, ხოლო საქართველოში ფილარმონიული საზოგადოება 1905 წელს შეიქმნა.

ახლა კვლავ საკონცერტო დარბაზს მივუბრუნდეთ. ის ქალაქის ცენტრალურ ადგილას უნდა აეგოთ, რომ მოსახერხებელი და ადვილად მისადგომი ყოფილიყო თბილისის ყველა უბნისათვის. იმ დროს ლენინისა (ახლანდელი კოსტავას ქუჩა) და მელიქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ერთი ქონგურებიანი, ძველი ქართული ციხესიმაგრის მსგავსი გრძელი, სამსართულიანი, 1928 წელს აშენებული სახლი იდგა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია