უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, აღნიშნულის მიზეზი დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებაა. "თელასის" ინფორმაციით, ავარიის პრევენციის მიზნით, ხვალ, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდგორის რაიონში - დაბა კიკეთის, კოჯორის, სოფელ წავკისის, დიდების, ბეთანიის და კვესეთის მცხოვრებლებს.

ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო, ხვალ, 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში - პეკინის გამზირის, ნუცუბიძის, შავგულიძის, ონიაშვილის, იმედაშვილის, ქანთარიას, გაგარინის და დარასელიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად მოსამზადებელი სამუშაოების გამო, ხვალ, 13:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება - ყაზბეგის, პეკინის და ვაჟა-ფშაველას გამზირების მცხოვრებლებს.

ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო, ხვალ, 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონში ჭიჭინაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. "თელასის" ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია