როდემდე გასტანს თოვლჭყაპი თბილისში

როდემდე გასტანს თოვლჭყაპი თბილისში

თოვლჭყაპი თბილისში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ, დედაქალაქში ტემპერატურა დღისით +6, ღამე +2 გრადუსი იქნება. ნალექი წვიმისა და თოვლის სახით მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში წვიმიან ამინდს, მაღალ მთაში კი - თოვლს პროგნოზირებენ. ტემპერატურა დღეს დასავლეთში +10, ღამე +5 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი წვიმისა და თოვლის სახით. ტემპერატურა დღისით +6, ღამე +3 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოს მასშტაბით გამოიდარებს, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ამინდი გაუმჯობესდება, ხოლო 20 მარტიდან ისევ გაუარესდება.

იხილეთ ამინდის ვრცელი პროგნოზი Dari.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია