ყირგიზეთის პრეზიდენტს სინამდვილეში პუტინის ორეული შეხვდა?

ყირგიზეთის პრეზიდენტს სინამდვილეში პუტინის ორეული შეხვდა?

იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო "მკითხაობდა", თუ სად გაუჩინარდა რუსეთის პრეზიდენტი, ათდღიანი გაუჩინარების შემდეგ პუტინი საზოგადოების წინაშე გამოჩნდა. კრემლის ლიდერი სანკტ-პეტერბურგში შეხვდა ყირგიზ კოლეგას, ალმაზბეკ ატამბაევს და მას ავტომობილით კონსტანტინეს სასახლე დაათვალიერებინა.

ყველაფერი ჩვეულებრივ ჩაივლიდა, რომ არა რამდენიმე მედიასაშუალება, რომელთა თქმით, სინამდვილეში ყირგიზეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინის ორეული წარსდგა. ამის დასტურად ჟურნალისტებს ვლადიმერ პუტინის შეცვლილი სახის ფერი და ჰალსტუჰი მოყავთ (იხილეთ ვიდეო)

glavpost.com-ის ცნობით, ჟურნალისტებს არ აძლევდნენ უფლებას, პრეზიდენტს მოახლოვებოდნენ. ფოტოგრაფებს ფოტოს გადაღება მხოლოდ შორი მანძილიდან შეეძლოთ. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არაა, რომლის დროსაც პრეზიდენტის ორეული გამოჩნდა. გავიხსენოთ თუნდაც, გასულ წელს ყირიმში ჩასული "დაბალი" პუტინი, ან მინსკში მოლაპარაკებების დროს გამოჩენილი პუტინი, რომელიც ისე მოძრაობდა, თითქოს რაიმე მძიმე ტრამვა ჰქონდა გადატანილი", - წერს რუსული მედია.

ვიდეო: "ვერ მოესწრებიან" - პუტინი ცოცხალია და ყირგიზეთის პრეზიდენტისგან ქებას ისმენს

1 დაღუპული და 590 დაშავებული - საპროტესტო აქციები ყირგიზეთში და დაპირისპირება სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის (ფოტოები)

"არ შეგეშინდეთ კორონავირუსის... ნუ მისცემთ მას თქვენს ცხოვრებაზე გავლენის საშუალებას" - ტრამპმა კლინიკა დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა

"აზერბაიჯანის არმიამ ​ჯებრაილის რაიონის სოფლები და რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლე გაათავისუფლა" - რას წერს ალიევი "ტვიტერზე"