"ჩემი დეპრესია... გასკდით ბოღმით ან დამასკდით" - Toresa Mossy-ის ახალი წიგნი

"ჩემი დეპრესია... გასკდით ბოღმით ან დამასკდით" - Toresa Mossy-ის ახალი წიგნი

"ჩემი დეპრესია... გასკდით ბოღმით ან დამასკდით"

შოთა გუნია (ერთ დროს დიდ გენდალფად წოდებული)

ჩემი ხანმოკლე ცხოვრების ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ მთელი ცხოვრება წრეზე დავდივარ. გარკვეული ხუთწლიანი ციკლის შემდეგ ისევ საწყის წერტილს ვუბრუნდები..." ეს "საბა 2014" -ის ლაურეატის Toresa Mossy-ის პოსტია საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე, მისი ახალი წიგნის ნაწყვეტი, წიგნის, რომელსაც სკანდალური სათაური აქვს "მე/შენ ქრისტე ხარ". Toresa Mossy-იმ იგივე ვახო მოსიაშვილმა ლიტერატურული პრემია 2014 წელს მიიღო თავისი პირველი წიგნისთვის, რომელსაც "სიბრძნე სიცრუისა" ჰქვია. ორივე წიგნი გამომცემლობა "პალიტრა L"-მა დაბეჭდა. სკანდალური სათაურებით არა მხოლოდ ვახოს წიგნები გამოირჩევიან, არამედ თვითონ ავტორიც. ის გამუდმებით აქვეყნებს სკანდალურ პოსტებს და საზოგადოებას თამამი გამონათქვამებით მიმართავს.

ერთხელ ambebi.ge-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა: "მე ძალიან მინდა გავხდე ქრისტე, ანუ მივიდე იქამდე, სადაც იყო ქრისტე. ჩემთვის ქრისტიანობის იდეა ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა გავხდე ისეთი, როგორიც იყო ქრისტე. არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია, მაგრამ მცდელობაა მთავარი"... Toresa Mossy-იმ თავის მკითხველს ახალი წიგნის შესახებაც აცნობა საკუთარი "ფეისბუქის" გვერდის მეშვეობით: "და როგორც ახლა მაცნობეს, წიგნი გაშვებულია ქსელში, ხოლო "ბიბლუსის" ქსელის ყველა მაღაზიაში წიგნი იქნება სამშაბათიდან. მოიკითხეთ, შეიძინეთ, წაიკითხეთ და გელით 26-ში "ბიბლუს გალერიში".

მოგვიანებით კი წიგნის პირველი თავის ნახევარი გვერდიც გამოაქვეყნა, რითაც ძალიან დააინტერესა მკითხველი. ამ პოსტს კომენტრებში აზრთა სხვადასხვაობა და დებატები მოჰყვა: "დილა კივილით დაიწყო. კიოდნენ: მებუფეტე ქალი, გაზეთების, სიგარეტების, დისკების, ნამცხვრებისა და ხაჭაპურების, გამაგრილებელი სასმელების დამტარებელი გამყიდველი ქალები. მათ კივილის ერთვოდა წიგნების, სასურსათო და ტანსაცმლის მაღაზიების გამყიდველი ქალებისა და აფთიაქის გამყიდველი გოგოების კივილი.” ნაწყვეტებს წიგნის გამოცემამდეც აქვეყნებდა, სადაც მათეს სახარებიდან სიტყვებიც კი აქვს გამოყენებული:"მეორე მიძღვნა

იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაჲ

თქუენი ზეცათაჲ სრულ არს.

მათე 5.48.

მე ვზივარ სიცხისგან დახუთულ ოთახში. გარშემო ღამეა, მაგრამ არა სიბნელე. ვსვამ წყალს, ძალიან ბევრ წყალს და ვხვდები, რომ ჩემი სხეული უფრო და უფრო მეტ სითხეს შთანთქავს. გავიოფლე და ადგილს ვერ ვპოულობ..."

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია