"სტალინმა გვაჩვენა მაგალითი, თუ როგორ უნდა ემსახურო შენს ხალხს"- ინტერვიუ სტალინის შთამომავალთან

"სტალინმა გვაჩვენა მაგალითი, თუ როგორ უნდა ემსახურო შენს ხალხს"- ინტერვიუ სტალინის შთამომავალთან

სტალინმა გვაჩვენა მაგალითი, თუ როგორ უნდა ემსახურო შენს ხალხს, როგორ უნდა აკეთო საერთო სასარგებლო საქმე... მონობა ჩვენთან არ არსებობდა."

"ამბობენ, რომ სტალინმა მოკლა - 5, 10, 70 მილიონი ადამიანი და შენ ხალხს ვერ დაუმტკიცებ, რომ ეს სიცრუეა."

"დღევანდელი "ხალხის მსახურები" არც რუსეთში იცნობენ თავის ხალხს და არც საქართველოში. ევროკომისრებისა და ამერიკის სახდეპარტამენტის ინსტრუქციებით ცხოვრობენ."

სტალინზე მისი შთამომავალი – იაკობ ჯუღაშვილი გვესაუბრება..

იაკობ ჯუღაშვილი :

- სტალინს ჰყავდა ორი მეუღლე. პირველი იყო ეკატერინე სვანიძე, რომელთანაც ჰყავდა შვილი - იაკობი... მე იაკობის შვილიშვილი გახლავართ... მეორე მეუღლე იყო ნადეჟდა ალილუევა, რომელთანაც ჰყავდა – ვასილი და სვეტლანა... ამ შტოსგან თითქმის აღარავინ დარჩა და ვინც არიან (შვილთაშვილები), მათთან ურთიერთობა არ მაქვს. ვასილის ვაჟი – ალექსანდრე და მამაჩემი ერთად სწავლობდნენ სუვოროვის სახელობის სამხედრო სასწავლებელში.

- სტალინზე არ არსებობს ერთი აზრი.. ზოგისთვის ის დიდი ბელადია, ზოგისთვის პირსისხლიანი ტირანი.. რას იტყოდით სტალინზე მისი შთამომავალი?

- ბოლო 25 წლის შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, დავა სტალინსა და საბჭოთა კავშირის შესახებ უკვე გასცდა ისტორიულ დავას. ამბობენ, რომ სტალინმა მოკლა - 5, 10, 70 მილიონი ადამიანი და შენ ხალხს ვერ დაუმტკიცებ, რომ ეს სიცრუეა. ისტორიული ფაქტებით რომც დაუმტკიცო, მაინც არ დაიჯერებენ, იმიტომ რომ სულ სხვა რამის სჯერათ. მათ უპირველეს ყოვლისა, ფასეულობები აღიზიანებთ. აღიზიანებთ საბჭოთა კავშირი არა როგორც ქვეყანა, არამედ როგორც პროექტი, (ის რაც განხორციელდა განსხვავდება იმისგან, რაც იყო ჩაფიქრებული). საბჭოთა კავშირი, როგორც სახელმწიფო, იყო ჩაფიქრებული ორგანიზებული ოჯახის პრინციპით. მისი ალტერნატივაა ბაზრის პრინციპი, რაც დასავლეთშია. დასავლეთში არის ერთმანეთში ყიდვა-გაყიდვა. ოჯახის პრინციპი კი შექმნაა, საერთო ქონების ერთად შექმნა და არა ერთმანეთში გაყიდვა. ბაზრისთვის ეს პრინციპი მიუღებელია. საბჭოთა კავშირი იყო მცდელობა ერთად გადავრჩენილიყავით, ერთად გავმდიდრებულიყავით და ერთად ავმაღლებულიყავით. ვიმეორებ, ერთად და არა ცალ-ცალკე, როგორც ქადაგებენ დღევანდელი ევროინტეგრატორები.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია