"ნაცისტებო, არ იქნება თქვენი დანდობა" – ირმა ინაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" ემუქრება

"ნაცისტებო, არ იქნება თქვენი დანდობა" – ირმა ინაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" ემუქრება

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს და აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ "ქართული ოცნებას" უნდა უმადლოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი "ბუმბულიც აღარ იქნებოდა". პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"კიდევ თუ დარჩა ქართველი, რომელსაც მუდმივად უნდა უმტკიცო და გაახსენო, რა ბოროტებას ჰქონდა ადგილი ჩვენს ქვეყანაში 2004- 2012 წლებში, არ ვიცი... კარგად ყოფილა ჩვენი ერის საქმე... მაგრამ მოკლე მეხსიერება გვაქვს, ეტყობა... ზოგიერთს ფრაგმენტები დაავიწყდა... ზოგს არც შეხებია... ზოგი შორს იყო საქართველოდან... ზოგს დღესაც ინერციით ეშინია... ზოგი გვარწმუნებს,- წარსული დაივიწყეთ და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყეთო... ეჰ, რამდენი "პროფესორია" გარშემო, წმინდა მამებს რომ უსწრებს მიტევებაში და ვერც გაუგია, მიტევებას ვინ იმსახურებს და ვინ- არა... 2 წლის წინ რომ დასჯილიყვნენ, დღეს ასეთ "გორლაზე" ვეღარ იქნებოდნენ, მაგრამ... ჩემი პასუხი ასეთია: ნაცისტებო, არ იქნება თქვენი დანდობა. არც არაფერი დამვიწყებია და არც ვაპირებ დავიწყებას. "ოცნებას" უმადლოდეთ, თორემ თქვენი ბუმბულიც აღარ იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში და მალე ასეც მოხდება... ასე რომ, მოემზადეთ", - წერს ინაშვილი.

სამი პირი ავტომობილში, მეოთხე საბარგულში - კურიოზი საყოველთაო კარანტინში (ფოტო)

"ასე რომ დასცინით საქართველოში გამოშვებულ პირბადეებს, ნახეთ აქ რა მოგვიტანეს..." - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

ქართველი თეოლოგები მსოფლიოს მართლმადიდებელ ლიდერებს მიმართავენ - "გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ა­ზე, რომ ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქის ინ­ფი­ცი­რე­ბა ავი­ცი­ლოთ"