ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო ამოხსნილია

ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო ამოხსნილია

ბერმუდის კუნძულები კაცობრიობისთვის ცნობილი 1492 წლიდან არის, როდესაც ისინი კოლუმბმა აღმოაჩინა. თუმცა მათი ნამდვილი ისტორია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური და ამოუხსნელი ფენომენის, ცოტათი მოგვიანებით დაიწყო. პირველი გემის გაქრობა ამ აკვატორიაში 1918 წლით თარიღდება. ამ გაქრობის მიზეზის ამოხსნა შეუძლებელი იყო.

მას შემდეგ ბერმუდის სამკუთხედის რაიონში ასობით ხომალდია გაუჩინარებული. ქრებიან გემები, თვითმფრინავები, ზონდები და თანამგზავრები. ყველაზე არგუმენტირებული და რაციონალური ამოხსნა ამ მოვლენებისა ეკუთვნით ამერიკელ მეცნიერებს, რომლებიც ყველაფერს გიგანტურ მეთანის ბუშტებს აბრალებენ. ამ თეორიის თანახმად, ბერმუდის ფსკერზე ოდესღაც ვულკანები არსებობდა, რომლებიც მეთანს აფრქვევდნენ, დღეისთვის კი იქ შენარჩუნებულია სასიკვდილო აირის შემცველი ბუშტები. ცდებით არის დამტკიცებული, რომ გემი, რომელიც ასეთ ბუშტში მოექცევა, ჩაძირვას იწყებს. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ აირის ბუშტები იმდენად დიდია, რომ თვითმფრინავების ჩამოგდებაც შეუძლიათ.

უფოლოგები კი აქ არამიწიერი ცივილიზაციების არსებობის მტკიცებულებას ხედავენ. მათი აზრით, ბერმუდის სამკუთხედის ფსკერზე იმყოფება მფრინავი თეფში, რომლის მცხოვრებლებიც შეისწავლიან კაცობრიობას. რომელ თეორიას მიემხრობით, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.

ბახმაროში სასწრაფო  დახმარების ექიმებმა 67 წლის ქალს გაჩერებული გული აუმუშავეს -  "გზაში გული გაუჩერდა, სუნთქვაც შეწყვიტა..."

რა საფრთხეს შეიცავს ხალი და შეიძლება თუ არა მისი მოშორება?

"ერთმანეთს უფრო მეტად მივეჩვიეთ... ჩვენს ურთიერთობაში სიტყვები ზედმეტი იყო" - ჩცდ-ს მსახიობები დაქორწინებას აპირებენ