რა ქონებას ფლობს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე

რა ქონებას ფლობს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს დეკლარაცია 2014 წლის 15 სექტემბერს აქვს შევსებული. დოკუმენტის მიხედვით, ის თბილისში, ჭავჭავაძეზე მდებარე 102.00 კვ. მეტრისა და შარაშიძის ქუჩაზე მდებარე 101.00 კვ.მ ფართობის ბინებს ფლობს. მის მფლობელობაშია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 19.05კვ. მ ფართობის ავტოფარეხიც.

დეკლარაციის მიხედვით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე 100% -იანი მესაკუთრეა დაბა წყნეთში მდებარე 600.00 კვ.მ ფართობის ნაკვეთის; თბილისში, სიღნაღის ქ. მდებარე 373.00 კვ.მ მიწის ფართობის 16.67 %-იან წილს ფლობს, სტეფანწმინდაში მდებარე 1 146.00 კვ.მ ფართობის მიწის 50%-იანი წილის მფლობელია, ხოლო ქუმლისციხეში მდებარე 401.00 კვ. მ ფართობის მიწის 50%-იანი წილი აქვს.

ალიბეგაშვილის მეუღლე ნინო ჟვანია თბილისში, ალ. ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე 109.73 კვ. მ ფართობის ბინის, ქობულეთში 76.65 კვ.მ ფართობის ბინისა და თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 70.00კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის მფლობელია.

გიორგი ალიბეგაშვილის საბანკო ანგარიშები კი ასე გამოიყურება: თიბისის ბანკის ანაბარზე მას 14 000.00 დოლარი აქვს, ამავე ბანკის კიდევ 2 ანაბარზე კი 60.00 და 432.25 დოლარი. რაც შეეხება ანაბარს ევროში, საკრებულოს თავმჯდომარეს  66.89 ევრო აქვს.

თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე მას 250.00 ლარი ერიცხება, ხოლო ლიბერთი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 1 583.00 ლარი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა