ვინ არის თელაველი სპორტსმენი, რომელსაც ძაღლების წამებაში ადანაშაულებენ

ვინ არის თელაველი სპორტსმენი, რომელსაც ძაღლების წამებაში ადანაშაულებენ

სამჭიდში საქართველოს ჩემპიონი არჩილ შაშურაშვილი თელავიდან, სადისტურად ერთობა იმით, რომ თავის პიტბულს მაწანწალა ძაღლებს აჭმევინებს, - ამ შინაარსის ინფორმაცია ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტმა გაავრცელა.

სოციალურ ქსელში ძაღლების ჩხუბის ამსახველი ფოტომასალაც გარვცელდა, რომელმაც საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები ჩხუბის მომწყობის დასჯასაც მოითხოვდნენ. დავუკავშირდით ძაღლის პატრონს არჩილ შაშურაშვილის, რომელიც ძალისმიერ სამჭიდში საქართველოს ჩემპიონია.

- ამ საქმის გამო პოლიციამ დამკითხა, დარწმუნებული ვარ, გამოიძება ჩემს უდანაშაულობას დაადასტურებს. სოციალურ ქსელებში დაწერეს, თითქოს მე დავგეგმე ძაღლების ჩხუბი, მაგრამ ასე არ ყოფილა. მყავს პიტბული, რომელიც უკვე 7 თვეა ჩემს ოჯახში ცხოვრობს. ნებისმიერ მეზობელს შეგიძლიათ ჰკითხოთ, ამ ძაღლის ჩხუბი არავის გაუგია. ჩემი ეზოსთვის მყავს ეს ძაღლი და არა - საჩხუბრად. ძაღლი მთელი დღე ჯაჭვითაა დაბმული, დღის განმავლობაში ცოტა ხნით ვუშვებ ხოლმე. ახლაც ასე მოხდა და თავისუფლება რომ იგრძნო, ჩემი სახლის ქვემოთ ბაღებია და იქით გაიქცა. სადაც ნახა სხვა ძაღლები... ვიდრე მე მივედი, ეცა და მოხდა ის, რაც ყველამ ნახა. ვყვიროდი, რომ ვინმე მომხმარებოდა, მერე მეზობლის ქალმა ჯოხი გამოიტანა და ასე დავაშორეთ ერთმანეთს. ნამდვილად ვარ დამნაშავე, რომ ჯაჭვს ხელი გავუშვი, მაგრამ განზრახ არაფერი გამიკეთებია.

- გასაგებია რაც მომხდარა, მაგრამ რატომ დადეთ ის ფოტოები, რომელმაც ამხელა რეზონანსი გამოიწვია?

- ვარჯშზე ვიყავი როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ ფოტოებს ასეთი გამოხმაურება მოჰყოლია, ამიტომაც წავშალე. არ მინდოდა ვინმე გამეღიზინებინა. აბსოლუტურად ყველაფერზე ვარ პასუხისმგებელი, თუ გამოძიება დაადგენს რომ დამნაშავე ვარ, იმისთვისაც მზად ვარ პასუხი ვაგო. ეს სურათი იმის გამო ავტვირთე, რომ ჩემს მეგობრებს ჩემი ძაღლი ენახათ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია