ბახვა ბრეგვაძე: "მომწონს, როცა თავს ნათელ მხარეს ვგრძნობ, არ მიყვარს სიბნელე"

ბახვა ბრეგვაძე: "მომწონს, როცა თავს ნათელ მხარეს ვგრძნობ, არ მიყვარს სიბნელე"

ბახვა ბრეგვაძე პოპულარული სერიალით - "ჩემი ცოლის დაქალები" გახდა. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ცოტნე ცოტაშვილის პარტიის წევრია და მისი თანამებრძოლი.

ბევრს მსახიობი ჰგონია, არადა, პროფესიით მსახიობი ნამდვილად არ არის. თუმცა როგორც ამბობს, ახლა ნანობს, რომ თეატრალური უნივერსიტეტი არ დაამთავრა, რადგანაც ძალიან მოსწონს მსახიობობა...

რეალურად კი აქტიური და საქმიანი ადამიანია, მაგისტრატურა საერთაშორისო სამართლის განხრით აქვს დამთავრებული, ამ მიმართულებით სტრასბურგშიც კი უსწავლია, ბაკალავრიატის კურსი საერთაშორისო ეკონომიკის განხრით დაამთავრა. ამჟამად კი კომპანია "სარაჯიშვილის" მარკეტინგისა და პიარსამსახურის ხელმძღვანელია. შესაბამისად, ურთიერთობა ბევრ ადამიანთან უწევს. არის ასევე ჟურნალ "კულინარტის" დამფუძნებელი და ერთ-ერთი კრეატიული დირექტორიც.

დამეთანხმებით, ასეთ საქმიან ადამიანს ტელეფონი და მობილური ინტერნეტი როგორ სჭირდება იმისთვის, რომ საქმე სწრაფად მოაგვაროს და რაც შეიძლება მეტი დრო დაზოგოს...

-  უნდა გითხრათ, რომ "ბილაინის" აბონენტი ვარ და მომწონს, როცა თავს ნათელ მხარეს ვგრძნობ, არ მიყვარს სიბნელე. ამ ნათელ მხარეს მკაფიოდ შეიგრძნობა მისი პოზიტიური ეფექტები...

უნდა ვთქვა, რომ აქტიურად ვიყენებ მობილურ ინტერნეტს და ამის გამო მთლიანად ტელეფონზე ვარ დამოკიდებული. თავი სულ შიგ მაქვს ჩარგული. საქმესაც და პირად კომუნიკაციასაც ტელეფონით და მობილური ინტერნეტის დახმარებით, ანუ სოციალური ქსელის საშუალებით ვაგვარებ.

-  მართლა აქტიურად ყოფილხარ ჩართული და როგორც ვატყობ, კომპიუტერი არც კი გჭირდება...

-  კი, ასეა, ისეთ დონეზე ვარ ტელეფონით ამ ყველაფერში ჩართული, რომ იშვიათად ვჯდები კომპიუტერთან.

-  ამგვარი დამოკიდებულება რა პრობლემებს გიგვარებს?

-  უპირველესად მიხსნის დროის პრობლემას. დიახ, დროის დიდ ეკონომიას მიკეთებს. მაგალითად, ტელეფონში ინტერნეტის დახმარებით მაილს ვიღებ, ძალიან სწრაფად ვნახულობ და კომპიუტერთან დაჯდომა, გახსნა არ მჭირდება, თან, მატყობინებს კიდეც, რომ მოვიდა. ასე რომ, საკმაოდ სწრაფად ვხსნი და სწრაფადვე ვპასუხობ. რაც მთავარია, ხომ ვამბობ, ამ პერიოდში დროის პრობლემა იხსნება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგანაც დრო მოგეხსენებათ, როგორი დეფიციტია.

- რამდენი ხანია, ასე აქტიურად ხარ ჩართული?

-  თავიდან რომ შემოვიდა, ასეთი სწრაფი არ იყო და ამ ყველაფერს ვერ ვახერხებდი. ინტენსიურად რაც ვიყენებ, უკვე ბოლო 3-4 წელია. ამასთან, ამ პერიოდში მეტი საქმე დამემატა, ანუ თვითონაც გავხდი აქტიური და მობილური ინტერნეტიც დამჭირდა. ამაში ხელს მიწყობს ინტერნეტის სისწრაფე. ადრე თუ ადგილზე იყო დამოკიდებული, სადაც კარგად იჭერდა, ტელეფონის ინტერნეტს იმ შემთხვევაში ვიყენებდი. დანარჩენ შემთხვევაში, კომპიუტერით ვსარგებლობდი. ახლა ეს პრობლემა მოხსნილია და ქუჩაში, ფეხით სიარულისას, მანქანით მოგზაურობა-მგზავრობისას, შემიძლია, ყველანაირი საქმე მოვაგვარო, - წერილი დავწერო, მიღებული შეტყობინება ჩამოვტირთო, გავხსნა, შევამოწმო და ავტირთო.

-  კი, გეთანხმები, დიდი მნიშვნელობა აქვს ინტერნეტის სიჩქარეს. რა ფუნქციებს იყენებ?

-  ყველაზე საჭირო რაც არის: მეილი, სხვადასხვა სოციალური ქსელი: "ფეისბუქი", "ვიბერი," რაც ფოტოს, მაილის გაგზავნაში მეხმარება. "ვიბერით" უფრო სწრაფად შეიძლება ადრესატს ფოტო მიაწოდო და მისი აზრი იმ გზავნილთან დაკავშირებით სწრაფადვე მიიღო. მაქვს "ტვიტერიც" და საერთოდ, ყველა ფუნქციას ვიყენებ. მოკლედ, ეს ყველაფერი ჩემი პროფესიებიდან გამომდინარე, აქტიურად მჭირდება.

-  4G-მ საგრძნობლად გააუმჯობესა ხომ ინტერნეტის ხარისხი?

-  საგრძნობი განსხვავებაა, რაც სისწრაფეზე შეიმჩნევა. 3-ის  შემთხვევაში შენელებული იყო, დიდი ფაილის ჩამოტვირთვა, ვიდეოს გახსნა ჭირდა, ახლა ვერც კი გრძნობ, ისე აგვარებ ყველაფერს. ძალიან კომფორტულია, ვინც არ არის ამ ყველაფერში ჩართული, ვურჩევ, რაც შეიძლება სწრაფად ჩაერთოს. ამ ფუნქციით ისარგებლოს, დამიჯერეთ, ბევრ რამეს მოახერხებს. რაც შეიძლება სწრაფად გადმოვიდნენ ამ ნათელ მხარეს, რომელიც ძალიან კომფორტულია, სწრაფია და დროის დიდ ეკონომიას გააკეთებენ, სწრაფად და ხარისხიანად იმუშავებენ.

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია