გურჯაანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გია ჩუგოშვილმა თანასოფლელი, 25 წლის ჯაბა ელიზბარაშვილი ცივი იარაღით დაჭრა. იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტს გარდაცვლილის მამა ნოდარ ელიზბარაშვილი შეესწრო, რომელიც დაჭრილია და გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო სამუშაოები ექვმიტანილის დასაკავებლად. სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიებას შინაგან საქმეთა კახეთის მთავარი სამმართველო აწარმოებს.