"დედაჩემი მაღალანაზღაურებადი მუსიკოსია და "X ფაქტორში" მუშაობს" - ეკა ყუშიტაშვილი დედასა და პირადზე

"დედაჩემი მაღალანაზღაურებადი მუსიკოსია და "X ფაქტორში" მუშაობს" - ეკა ყუშიტაშვილი დედასა და პირადზე

თვე-ნახევრის წინ, ერთმა 24 წლის ქალბატონმა პატრულს აგინა და მასობრივად მაშინვე გაიცნეს... იმის მერე, ეკა ყუშიტაშვილი თითქმის ყველა ცნობილ შოუში მიიწვიეს და მასთან არაერთი ინტერვიუ ჩაიწერა... ამ ყველაფერთან შგუება, როგორ ამბობს, ძალიან უჭირს, ზოგჯერ არც კი ჰგონია, რომ ეს ამბები მის თავს ხდება...  ორი დღის წინ  ის "X ფატორის" სცენაზეც აღმოჩნდა... გვინდოდა, ამ თემას გავყოლოდით და ამასობაში ხელში ეკა ყუშიტაშვილის პორტრეტი შემრჩა.

- საზოგადოებისთვის ძალიან მოულოდნელად გახდი ცნობილი, მაგრამ ვიღაცებს მოსწონხარ და ვიღაცები - გლანძღავენ...

- კი, საზოგადოების აზრი ორად გაიყო. საერთოდ ასეა, ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნები. ჩვეულებრივი ამბავია და ჩემთვის მისაღებია. 

- არ გაღელვებს ის, რომ შენი მისამართით სალანძღავ სიტყვებს ისმენ?

- ცხადია, ვნერვიულობ, თვე-ნახევრის მანძილზე განვითარებული ამბები, რაც ჩემს თავს მოხდა, მაინცდამაინც არ არის სასურველი და ძალიან ცუდად აისახა ჩემს ჯანმრთელობაზე, სახეზე, საშინლად გავხდი (10 დღეში 6-7 კილო დავიკელი). მე ჯანდაბას, ამდენ შეურაცხყოფას, ხალხის ამ შემოტევას, აგრესიას (სოციალურ ქსელში საოცარ რაღაცებს წერენ და იმეტებენ ჩემთვის), როგორღაც ავიტან. უბრალოდ იმაზე ვნერვიულობ, რომ ხალხი ბოღმით და შურით არის სავსე. აღარ იციან ღვარძლი, ზიზღი ვისზე და რაზე გადაიტანონ. კიდევ ერთხელ დავადასტურებ და ვიტყვი, რომ ასეთ ადამიანებს საკუთარი ცხოვრება არ გააჩნიათ და სხვის ცხოვრებაში ყოფენ უაზროდ ცხვირს. არადა, ნებისმიერმა თავის გულში ჩაიხედოს და მიხვდება, რომ არასწორად იქცევა. მე ამით მაინც ვერაფერს დამაკლებენ. ბიბლიასაც გადახედონ, სადაც წერია, ადამიანს, რომელსაც აქვს შურის გრძნობა, ბოროტია, მასში ღმერთი არ არის. ასე რომ, ასეთი საქციელი მათთვის არის ცუდი...

- ადამიანები ქუჩაშიც გამოხატავენ შენ მიმართ აგრესიას?

- არა, მთხოვენ და ჩემთან ერთად სურათებს იღებენ. ქუჩაში აგრესია ნამდვილად არ ყოფილა, ეს მხოლოდ სოციალურ ქსელში ვლინდება... თბილად მხვდებიან ასევე მაღაზიაში, აფთიაქში. ჩემ მიმართ კეთილგანწყობილია პატრულიც, - გზას მითმობენ. 8 მარტს ვარდები მაჩუქეს, როცა ყველა ქალბატონს იებს ჩუქნიდნენ. ამა თუ იმ მომსახურების ობიექტზე ხელოსნები ფულს არ მართმევენ, პატივს მანამდეც მცემდნენ, მაგრამ ახლა მეტად.

- ვინ არ ბილწსიტყვაობს, მაგრამ ამით პოპულარული არავინ გამხდარა. შენ რეკორდი მოხსენი.

- რა მარაზმია, არა? ასეთი რაღაც მარტო საქართველოში თუ მოხდება. ვინც მართლა გასაპიარებელია, იმას არ აპიარებენ. ნიჭიერი ბავშვები, ადამიანები, რომლებიც ვერ მიდიან კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად, იმის საშუალება არ აქვთ, რომ საზოგადოებამ კარგად გაიცნოს, მეტი წარმატებული ადამიანი გვყავდეს, მაინცდამაინც ჩემს გინებას აქცევენ ყურადღებას. ვიღაცამ რომ გაიხადა, იმაზე ჭორაობენ. ასე არ შეიძლება. ახლა რომ ვლაპარაკობ, არ მგონია, რომ ჩემზე ვსაუბრობ... გაოცებული ვარ იმით, რაც ჩემს თავს ხდება. თუ ამა თუ იმ შოუში მივდივარ, არა იმიტომ, რომ პოპულარობა მინდა, მთხოვენ, რეიტინგისთვის შენი მოსვლა გვჭირდებაო... თან, სულ ახლობლები მიკავშირდებიან და უარს ვერ ვეუბნები.

- შენ ადგილზე პატრული სხვა გოგონას რომ ეგინებინა და ეს ისევე გენახა, როგორც ჩვენ ვნახეთ, ამაზე რა რეაქცია გექნებოდა?

- ყოველთვის ვამბობ, რომ ვარ განსაკუთრებული ადამიანი, გამოვირჩევი იმით, რომ არასდროს ვინტერესდები სხვისი ცხოვრებით, ვინ რითი და როგორ ცხოვრობს. ლაპარაკობენ გაუთავებლად მაგალითად, კესარიაზე, შორენა ბეგაშვილზე და ნინა წკრიალაშვილზე, მათზე მთელი საქართველო ჭორაობს, მე კი ამ ადამიანებზე ვგიჟდები. ლამაზები და კარგები. მათი პირადი ამბები საერთოდ არ მაინტერსებს...

- ე.ი. შენი განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ სხვისი ცხოვრება არ გაინტერესებს?

- დიახ, ასეა. მაგალითად, პატრულის მაგინებელი გოგონაც რომ გამოჩენილიყო ეკრანზე, ყურადღებას არ მივაქცევდი და გავატარებდი. რატომ გავხდი ასეთი ცნობილი, ვერ ვხდები...

- "X ფატორის" სცენაზე რა გინდოდა, იქ როგორ აღმოჩნდი?

- მიწვეული ვიყავი, როგორც სტუმარი, დარბაზში ვიჯექი და მერე სცენაზე ამიყვანეს...

- მღერი?

- სიმღერა კი ვიცი, მაგრამ კონკურსში არასდროს ვიმღერებ. ამის არანაირი სურვილი არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ დედა პროფესიონალი მომღერალი მყავს, კონსერვატორია აქვს დამთავრებული. სცენაზე თუ ავალ, მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ დედა ჩამოვა და მასთან ერთად ვიმღერებ.

- დედაზე მოგვიყევი.

- დედაჩემი, მარი გვასალია რუსეთსა და უკრაინაში ცნობილი მომღერალია. უკრაინელია, მაგრამ ახლა მეუღლის გვარზეა. მარინა ივანოვნა - ასე იცნობენ და მიმართავენ. ამჟამად მოსკოვში მღერის. 2014 წელს "გრანპრის" მფლობელი გახდა, 2010 წელს კი - რუსული "X ფაქტორის" ფინალისტი იყო. მაღალანაზღაურებადი მუსიკოსია (დედაჩემის მამაც მომღერალი იყო), ვოკალის პედაგოგიცაა, ბავშვებს ამზადებს. "X ფაქტორში" მასწავლებლად მუშაობს. აქაც ჩამოვიდა, ჩემთან უნდოდა ყოფნა, მაგრამ მუშაობა ვერ შეძლო, ჩვენთან არ არის ისეთი ანაზღაურება, როგორიც მოსკოვში.

- დედა სარესტორნო-კლუბური მიმართულებით საქმიანობს, თუ დიდ სცენაზეც დგას?

- დიდ სცენაზეც დგას, საქველმოქმედო საღამოებშიც მონაწილეობს, რუსეთში მიღებულია ასევე ქუჩის კონცერტები და იქაც აქტიურად გამოდის. მრავალფეროვანი საქმიანობა აქვს. იწვევენ და მღერის. ასევე არის ქორწილებისა და ბანკეტების ორგანიზატორიც, ამ საქმიანობითაც არის დაკავებული.

- რუსულენოვანი ქალბატონია?

- ლაპარაკობს რუსულად, ინგლისურად, ფრანგულად და ცოტა ქართულიც იცის. მასთან რუსულ ენაზე ვურთიერთობ. ისე, რუსული უფრო მემარჯვება, მაგრამ ახლა ნელ-ნელა ვეჩვევი სწორი ქართულით ლაპარაკს. არადა, სახლში რუსულად ვლაპარაკობ, მეგობრებიც რუსულენოვანები მყავს... ისე ყველას ჰგონია, რომ გაუნათლებელი ვარ. ასეთი იმიჯი შემიქმნეს...

- გარეგნულად დედას გავხარ?

- კი, სტილი დედიკოსი მაქვს. სახით კი მამას ვგავარ...

- მამა სად არის?

- ჩეჩნეთში ცხოვრობს, იქაური მოქალაქეა. წლებია, რაც იქ არის და მუშაობს. ოჯახიც ჩეჩნეთში ჰყავს. საქართველოში ხშირად ჩამოდის, მაგრამ "სკაიპით" ყოველ ღამე ვუკავშირდები და ვლაპარკობთ...

- თელავში ვინ გყავს?

- პაპა მყავს. მე თბილისში შვილთან ერთად ვარ.

- რამდენი დედმამიშვილი ხართ?

- ღვიძლი და მყავს, დაოჯახებულია და ცალკე ცხოვრობს. ასევე მამის მხრიდან ორი ძმა მყავს.

- თავად როგორი დედა ხარ?

- ყველაზე გიჟი დედიკო ვარ. მართალია, მყავს და-ძმა, დედ-მამა, მაგრამ შვილი მარტო ჩემია და მისთვის ვცხოვრობ. მასზე ახლობელი არავინ მყავს.

- ხალხს გაუნათლებელი ვგონივარო, აღნიშნე. რეალურად რა განათლება გაქვს?

- საშუალო და უკრაინაში გავიარე ფრჩხილების, თმისა და წამწამების დაგრძელების კურსები და სერტიფიკატიც მაქვს. მოკლედ, ხელობა შევისწავლე მაშინ, როცა ჩემს გოგონაზე ორსულად ვიყავი.

ჩემი სწავლის ამბავი რომ უნდა გადაწყვეტილიყო და ეროვნული გამოცდებიც ჩაბარებული მქონდა, გავთხოვდი.

- გამოცდები სად ჩააბარე?

- თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტში. ბიზნესეკონომიკის, ან ტურიზმის განხრით მინდოდა წავსულიყავი, თუმცა ხომ ვთქვი, აგვისტოში გავთხოვდი და უკრაინაში მეუღლესთან ერთად გავემგზავრე. ჩემი ქორწინება არ შედგა. მერე საკითხი ასე დადგა, ან ბავშვი უნდა გამეჩინა, ან მესწავლა. მე შვილის გაჩენა და გაზრდა ვარჩიე, ეს ხომ უფლის საჩუქარია.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ე.წ. მაუგლის მეთოდით ვარჯიში ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველია" - სახალხო დამცველი

ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს - სპეციალისტები ზაფხულის განმავლობაში ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას მომხმარებელს ხელსაყრელ ფასად სთავაზობს