ავტორი:

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას მომხმარებელს ხელსაყრელ ფასად სთავაზობს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას მომხმარებელს ხელსაყრელ ფასად სთავაზობს

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მომხმარებელი ფიზიკური პირები ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფში ორიგინალი ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას ივნისის თვეშიც ხელსაყრელ ფასად - ისევ 240 ლარად მიიღებენ. აქცია ტოიოტას ბრენდის ნებისმიერ ჰიბრიდულ მოდელზე ვრცელდება.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფის დაზიანებისა და მისი შეკეთების ხარჯების თავიდან აცილება ზეთის დროული შეცვლით არის შესაძლებელი.

„ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის რეკომენდებული სტანდარტი 80 000 კმ გარბენია. თუ მომხმარებელი გადაცემათა კოლოფში ზეთს დროულად შეცვლის, ორმაგად მოგებული დარჩება. პირველ რიგში, სრული მომსახურებისთვის ის მხოლოდ 240 ლარს გადაიხდის. თავის მხრივ, ახალი, ორიგინალი წარმოების ზეთი უზრუნველყოფს ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფის მსუბუქ, უსაფრთხო და ეკონომიურ მუშაობას, რითაც საბოლოო ჯამში, ავტომობილის ექსპლუატაციის ვადა გაიზრდება“, - აღნიშნავენ „ტოიოტა ცენტრ თბილისში.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსები უახლესი აპარატურით უზრუნველყოფენ, მომხმარებელს პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციების დაცვით მოემსახურებიან და ავტომობილს უმოკლეს დროში განუახლებენ.

მომხმარებელი, რომელსაც შეთავაზებით სარგებლობა სურს, პანდემიის პირობებში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, წინასწარ უნდა დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და სერვისის მისაღებად ჩაეწეროს, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com

NS

რა ხდება ამ წუთებში "ენკას" ოფისთან, სადაც “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა „უნივერსიადა 2021“-ზე სამი ოქრო მოიპოვა

სწრაფი ონლაინ სესხები: რა პრიორიტეტებით გამოირჩევა სფეის სესხი