"ნაციონალებმა" აქციის ლოკაცია შეცვალეს - სად გაიმართება დაანონსებული აქცია რუსთაველის გამზირის ნაცვლად

"ნაციონალებმა" აქციის ლოკაცია შეცვალეს - სად გაიმართება დაანონსებული აქცია რუსთაველის გამზირის ნაცვლად

"ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცის ხვალ, რუსთაველის გამზირის ნაცვლად, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

"როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ეკონიმიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ხვალ, 21 მარტს ჩვენ ვმართავთ თბილისში საპროტესტო აქციას, რომლის მთავარი მოწოდებაც არის გადადგეს საქართველოს უნიათო მთავრობა სრული შემადგენლობით. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იმდენად დიდი არის სურვილი აქციაზე მომსვლელების, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ აქციის დისლოკაცია შევცვალოთ და ნაცვლად რუსთაველის გამზირისა, აქცია გაიმართება თავისუფლების მოედანზე", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, აქციის დაწყებამდე იქნება ორი დიდი შეკრება – ერთი, ვარდების მოედანზე, მეორე კი ე.წ. კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა. აქცია თავისუფლების მოედანზე 16:00 საათისთვის დაიწყება და სწორედ იქ შედგება აქციის ძირითადი ნაწილი, ე.წ. მიტინგი.

"ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც თვლის, რომ ის არის მოტყუებული ამ ხელისუფლების მიერ, ვინც თვლის, რომ არის შეურაცხყოფილი ამ ხელისუფლების უტიფარი განცხადებებით, ვინც თვლის, რომ ეს ხელისუფლება არის უნიათო და უნდა გადადგეს, მოვიდეს 21 მარტს, 16:00 საათზე თავისუფლების მოედანზე და ერთად მოვითხოვოთ, რომ საქართველოს უნიათო მთავრობა გადადგეს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა