ქალბატონო ინგა, აღმოჩნდა, რომ შს მინისტრის მოადგილემ თქვენი საუბრის დეტალები იცის - ზაზა ბიბილაშვილი

ქალბატონო ინგა, აღმოჩნდა, რომ შს მინისტრის მოადგილემ თქვენი საუბრის დეტალები იცის - ზაზა ბიბილაშვილი

ტელეკომპანია იმედის გადაცემა "რეაქციაში", სამართალმცოდნე ზაზა ბიბილაშვილი შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებას გამოეხმაურა.

ბიბილაშვილის შეფასებით, ამ ხელისუფლების პირობებში, რაც კარგი იყო ნადგურდება და რაც ცუდი, უფრო ღრმავდება.

"ამის საუკეთესო დასტურია თქვენი დიალოგის ბოლო ეპიზოდი ლევან იზორიასთან. ეს ხელისუფლება თავს იწონებდა, რომ მედიას არ ვეხებითო, ახლა აღმოჩნდა, რომ მინისტრის მოადგილემ იცის თქვნი მოლაპარაკების დეტალები. ფაქტია, რომ მოსმენებით გაცილებით მეტ ადამაინს უსმენენ",  - აღნიშნა ბიბილაშვილმა.

ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ტელეწამყვან ინგა გრიგოლიასა და შსს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიას შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. "რეაქციის" წამყვანმა მინისტრის მოადგილეს განმარტება მოსთხოვა იმ კომენტარის გამო, რომლის მიხედვითაც ლევან იზორიამ "გაარკვია", რა სახის მოლაპარაკება იყო გადაცემის პროდიუსერებსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის.

მანამდე კი, გადაცემის მსვლელობისას, ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" 21 მარტის აქციის თემა "რეაქციაში" არ გაეშუქებინათ. სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა იზორიას კომენტარი, რომელმაც წამყვანსა და მინისტრის მოადგილეს შორის შეკამათება გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა