"ნაციონალების" აქცია დაიწყო - რა ხდება "თავისუფლებაზე" აქციის პირველ წუთებში

"ნაციონალების" აქცია დაიწყო - რა ხდება "თავისუფლებაზე" აქციის პირველ წუთებში

"თავისუფლების მოედანზე" ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების განცხადებით, ქვეყანა არის მძიმე მდგმარეობაში და დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს იმის უნარი, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოიყვანოს.

მათი თქმით, სწორედ ამიტომ დღევანდელ ხელისუფლებას უნდა ეთქვას არა და უნდა გადადგეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ორ ადგილას იყვნენ შეკრებილი და თავისუფლების მოედანზე მსვლელობით "ვარდების მოედნიდან" და "კოლმეურნეობის მოედნიდან" მივიდნენ. მათ გაშლილი აქვთ საქართველოს, უკრაინის, ევროკავშირისა და ნატოს დროშები, ასევე ტრანსფარანტები "დავამთავროთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა", "სტოპ ბიძინა" და ა.შ. ასევე მიტანილი აქვთ წითელი ბარათები, რომელიც დღეს ხელისუფლებას უნდა უჩვენონ.

თავისუფლების მოენდაზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. დღევანდელი აქცია ნიკა მელიამ გახსნა.

მეტი ინფორმაციისთვის

თვალი ადევნეთ აქციასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო დეტალს თეგზე #21 მარტის აქცია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა