ქართველ მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირის – "რაგბი - ევროპის ჩემპიონატის" გამარჯვებულია. ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა რუმინელები დღეს, სტუმრად ანგარიშით - 6:15 დაამარცხა.
ამ გამრჯვებით, საქართველოს ნაკრები "ერთა თასის" მფლობელი უკვე მეცხრედ გახდა.
ამასთან, აღნიშნული ტურნირი ქართველმა მორაგბეებმა დაუმარცხებლად განვლეს და ხუთივე თამაში მოიგეს.
რაც შეეხება თამაშის საუკეთესო ეპიზოდებს, ასეთია:
შეხვედრაში ანგარიშის გახსნა რუმინელებმა ჯარიმით შეძლეს - 3:0. მე-18 წუთზე ანგარიშის გათანაბრება ასევე ჯარიმით მერაბ კვირკიკაშვილმა მოახერხა - 3:3.
30-ე წუთზე კვირიკაშვილმა ზუსტი ჯარიმით "ბორჯღალოსნები" წინ გაიყვანა - 3:6. მალევე ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთი ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 3:9 გახადა.
მეორე ტაიმის განახლების შემდეგ კვირიკაშვილმა მორიგი სამი ქულა მოუტანა ნაკრებს და "ბორჯღალოსნების" უპირატესობა გაზარდა 3:12.
62-ე წუთზე კვირიკაშვილმა მორიგი ჯარიმა გაიტანა, ხოლო 5 წუთში რუმინელებმაც მოპვეს 3 ქულა ჯარიმიდან - 6:15.
საბოლოოდ "ბორჯღალოსნებმა" შეხვედრა ანგარიშით 15:6 მოიგეს.