5 ყველაზე სახიფათო ქვეყანა ტურისტი ქალებისთვის

5 ყველაზე სახიფათო ქვეყანა ტურისტი ქალებისთვის

პოპულარულმა ტურისტულმა პორტალმა International Women’s Travel-მა ის ქვეყნები დაასახელა, სადაც მოგზაურობისას მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს მარტოდ ჩასულ ქალბატონებს.

მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობა დაუვიწყარია საყვარელ ადამიანთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, ბევრი ადამიანი უცხო ქვეყნის დათვალიერებას მარტო ამჯობინებს. პოპულარულმა ტურისტულმა პორტალმა International Women’s Travel-მა ის ქვეყნები დაასახელა, სადაც მოგზაურობისას მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს მარტოდ ჩასულ ქალბატონებს.

რეიტინგის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ქალბატონებისთვის უსაფრთხო ქვეყნების შედგენისას ამ ქვეყნებში ტურისტ ქალებზე თავდასხმებისა და გაუპატიურების რაოდენობა და ბოლო წლებში მსგავსი დანაშაულის ზრდა გაითვალისწინეს.

ინდოეთი

მსოფლიოს ეს ულამაზესი ქვეყანა ბოლო წლებში ქალებზე სადისტური თავდასხმით გამოირჩევა. თვდასხმის მსხვერპლი შესაძლოა, პირდაპირ დედაქალაქის ცენტრში ანაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში გახდეთ. ქვეყნის იმიჯი განსაკუთრებით შეირყა მას შემდეგ, რაც 2012 წელს დელიში, სტუდენტი გოგონა რამდენიმე შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ავტობუსში გააუპატიურა. მოგვიანებით, 23 წლის სტუდენტი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში ინდოეთში სულ უფრო ხშირად იმართება ქალებზე ძალადობის საწინააღმდეგო აქცია. გასულ წელს თავდამსხმელებმა დანიელი, იაპონელი, ბრიტანელი და სამხრეთ კორეელი ტურისტი ქალბატონები გააუპატიურეს. მსგავსი ფაქტების გახშირების გამო, 2012 წლიდან მოყოლებული, ინდოეთში ტურისტი ქალების რიცხვი 35%-ით შემცირდა.

ბრაზილია

მსოფლიოს სიდიდით მეხუთე სახელმწიფოში ყოველდღიურად დაახლოებით 140 გაუპატიურების ფაქტი ფიქსირდება. თუმცა, პოლიციას საჩივრით მსხვერპლთა მხოლოდ 35% მიმართავს. ბრაზილია ქალებზე ძალადობის მხრივ მსოფლიო ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც 2013 წელს რიოში ორმა მამაკაცმა ფრანგი ტურისტი ქალი სცემა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კი ამერიკელი გოგონა გააუპატიურეს. 2012 წელს კი რეალითი შოუს ”დიდი ძმა” მონაწილე პირდაპირ შოუს მსვლელობისას გააუპატიურეს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია