"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა, დღეს იმსჯელებენ ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ასევე, პრემიერს საკანონმდებლო ორგანოში შესულ კანონპროექტებზე ინფორმაციას მიაწვდიან.

დავით საგანელიძის თქმით, ამ დროისთვის არ არის ცნობილი, განიხილავენ თუ არა პოლიტსაბჭოს წევრები არმაზ ახვლედიანის საკითხს. არმაზ ახვლედიანმა პოლიტსაბჭოში უფლებამოსილების შეჩერების შესახებ განცხადება გასულ კვირას გააკეთა. კოალიციის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა