''ოსკარების'' გამო გულდაწყვეტილი სუხიტაშვილი ''X ფაქტორში'' ხალისობს

''ოსკარების'' გამო გულდაწყვეტილი სუხიტაშვილი ''X ფაქტორში'' ხალისობს

ია სუხიტაშვილი კვლავ ''X ფაქტორის'' წამყვანია, რეზო ესაძე ფილმში იღებს, თეატრშიც დაკავებულია. მოკლედ, როგორც ყოველთვის, საკმაოდ აქტიურია საკუთარ სფეროში და არამარტო. ტელეგადაცემის ჩაწერები უკვე დაწყებულია, სადაც აჩიკო სოლოღაშვილთან ერთად საკმაოდ ბევრს ხალისობს. ამასთან ერთად, მას რამდენიმე შეკითხვა ყბადაღებული ''ოსკარების'' თემაზეც დავუსვით, რომლის შესახებაც ტელეეთერში საკმაო გულის დაწყვეტით ისაუბრა.

- ვფიქრობ, პირველი ''X ფაქტორი'' შედგა და თან ძალიან კარგად. ძალიან განსხვავდებოდა თავად ''რუსთავი 2''-ის პროექტებისგანაც. მინდოდა შემდეგი სეზონის წამყვანი და თანამონაწილე ვყოფილიყავი. გამიხარდა, როცა დამირეკეს, ხვალ ჩაწერაზე მოდიო. მთელი პროცესებია, სანამ მენტორები თავიანთ კონკურსანტებს შეარჩევენ და გადაღებები მიმდინარეობს.

- აჩიკო სოლოღაშვილს როგორ შეეწყვე?

- ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, მასზე დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი, როგორც ძალიან ნიჭიერ ადამიანზე და არა მარტო მსახიობზე, კარგად მღერის, ცეკვავს. ჩემთვის კომფორტული ადამიანია. მე და აჩიკო ყოველთვის ვმეგობრობდით, ასე რომ, როგორ შევეწყვეთ, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

- პირველი ჩაწერები უკვე შედგა. როგორია პირველი შთაბეჭდილებები, ფავორიტი თუ გამოგიჩნდა?

- პირველი შეკითხვა დავსვი, როგორი ტიპები მოვიდნენ-მეთქი და მითხრეს, საკმაოდ ძლიერი გუნდია მოსულიო. გოგონათა ჯგუფი მომეწონა ძალიან. წინა სეზონზეც ძალიან დიდი კონკურენცია იყო. მე მყავდა ორი ფავორიტი, ნიკა კიკნაძე და თორნიკე ყიფიანი, რომელიც კასტინგიდანვე მომეწონა, რადგან ჰარდ-როკზე ვგიჟდები. ძალიან თავმდაბალი და დადებითი ადამიანია და ასეთივე ოჯახი აქვს. ნიჭიერია და მგონია, თუ ნორმალური ხარ, ნიჭიერი ადამიანი უნდა გიყვარდეს (იღიმის). რაც უფრო უნიჭო ადამიანებზე ვიქნებით მომართულები, მით უფრო წავა ქვეყანა, საითკენ, ყველამ კარგად ვიცით (იცინის). ყველაფერს მთავრობას ნუ დავაბრალებთ.…

- ისევ შოუს რომ დავუბრუნდეთ, ჟიურის ანრი ჯოხაძე შემოუერთდა ფრთიანი ფრაზებით. ჟიურის პოლემიკაში წამყვანები არ ჩაერთვებით?

- არა მგონია, რომ ეს წამყვანის საქმე იყოს. ჟიურის წევრებს შორისაც არის კონკურენცია, ყველას უნდა, რომ მისი კატეგორიიდან იყოს გამარჯვებული, ამიტომ ამას პაექრობას უფრო დავარქმევდი. მენტორებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არის და არცაა გასაკვირი. ეს ნორმალური პროცესი მგონია. მე ჩემი მხრივ არ შემიძლია, ვინმეს დავცინო, გავაქილიკო და ა.შ. არ მომწონს ასეთი პოზა და მიმაჩნია, რომ არც მიხდება. აჩიკო აქტიურია და ძალიან ვხალისობთ კულისებში. თუკი ენერგიული სიმღერაა, ბევრს ვცეკვავთ.

იხილეთ გაგრძელება

ჯიჯი ჰადიდსა და ზეინ მალიკს გოგონა შეეძინათ - ბედნიერი მშობლების ემოციური სიტყვები და პირველი ფოტოები

მაიკლ სკოფილდი მალე ეკრანს დაუბრუნდება - "ციხიდან გაქცევის" მეექვსე სეზონის გადაღების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა

"სახლში ძნელად გასაძლები კაცი ვიყავი...  ერთხელ არ მიგვრძნია, რომ ჩემი ცოლი რაღაცით უკმაყოფილო იყო - რას ჰყვება ბუბა კიკაბიძე დედაზე, მეუღლეზე და მომავალ არჩევნებზე