წინასწარი ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება

წინასწარი ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს სავარაუდოდ, 2 ივლისს დაიწყება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა განუცხადა , ერთიანი ეროვნული გამოცდები, როგორც წესი, ხუთშაბათს, ივნისის ბოლო დღეებში ან ივლისის დასაწყისში იწყება.

მისივე ინფორმაციით, გამოცდების 2 ივლისს დაწყების შემთხვევაში, 2 და 3 ივლისი საგამოცდო დღეები იქნება. 4-5 ივლისს, შაბათ-კვირას აპლიკანტები დაისვენებენ. 6 ივლისს კი საგამოცდო პროცესი განახლდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმღვანელის ინფორმაციით, გამოცდების გრაფიკი პედაგოგების რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები, სავარაუდოდ ზოგადი უნარების გამოცდით დაიწყება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 17 მარტს დასრულდა.

რეგისტრირებულია 40 000 - ზე მეტი აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, 4 000 - ზე მეტი აპლიკანტი სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის და 12 500 - ზე მეტი კანდიდატი საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის.

2015 წლიდან არჩევითი საგნების ჩამონათვალს სამოქალაქო განათლება დაემატა. სიახლეა გეოგრაფიის გამოცდაშიც: ტესტირებისათვის განკუთვნილი დრო 3 საათიდან 2 საათი და 30 წუთამდე შემცირდება. ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 (ნაცვლად 70 ქულისა). ისტორიის ტესტი კი 70 ქულიანი იქნება ნაცვლად 80-ისა. არ შეიცვლება გამოცდის ხანგრძლივობა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია