"ბავშვმა მითხრა, ზაზა ძიას ოთახში შევყავდი და ხელს მაკიდებინებდაო..." - 5 წლის გოგონას დედა პედოფილს ამხელს და სისხლის აღებით იმუქრება

"ბავშვმა მითხრა, ზაზა ძიას ოთახში შევყავდი და ხელს მაკიდებინებდაო..." - 5 წლის გოგონას დედა პედოფილს ამხელს და სისხლის აღებით იმუქრება

ნათია გიგაური ორი თვეა საკუთარი შვილის უფლებების დასაცავად იბრძვის და მოითხოვს მამაკაცის დაკავებას, რომელსაც პედოფილიაში ადანაშაულებს. მამაკაცი, რომელიც გიგაურის თქმით, მისი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებას ეწეოდა, თავისუფალია. ნათია გიგაური მეორე ჯგუფის ინვალიდია, სოციალურად დაუცველი, მცირეწლოვან ტყუპებთან ერთად სანზონაში, ყოფილ კარდიოლოგიურ ინსტიტუტში ცხოვრობს. სახლს არ აქვს ფანჯრები, არ იკეტება კარი, ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაშია. ზაზა ს. გიგაურის მეზობელი იყო. 17 წელი პატიმრობაში იმყოფებოდა. ნათია ამბობს, რომ პატარა ბავშვებს ძალიან უყვარდათ ზაზა ძია, უყვარდა პატარა ნინისაც, ორი თვის წინ დედას შვილმა უთხრა, რომ ზაზა ძია მას უცნაურად ექცეოდა. ნათიამ შვილის მიერ მოთხრობილი ამბავი მეზობლებს უთხრა, შემდეგ კი ჩვენება გამოძიებას მისცა. ის ამბობს, რომ დამნაშავე პოლიციის აგენტია და მას ამიტომ არ აკავებენ. მერვე განყოფილებას უნდობლობას უცხადებს და სისხლის აღებით იმუქრება.

- ზაზა ს. ჩვენი მეზობელი იყო, სულ ბავშვებთან იყო ეზოში, ზოგს კანფეტს ჩუქნიდა, ეთამაშებოდა და ასე იჩვევდა პატარებს. ჩემს ნინიკოს ძალიან უყვარდა. ზაზა თუ არ დაჯდებოდა მის საწოლთან, ისე არ იძინებდა. ტყუპები მყავს, ნინიკო და გიორგი. ბავშვებს მარტო არასდოს ვტოვებდი, სანამ ბაღში იყვნენ, მანამდე ახმეტელის მეტროსთან ვვაჭრობდი, შემდეგ კი სახლში ვიყავით. ნინიკო ზაზასთან შედიოდა, ტელეფონი ჰქონდა ზაზას და რაღაცებს ათამაშებდა ბავშვს. გიორგის კი აგდებდა ოთახიდან, გააღებდა კარს და მეტყოდა, შემაწუხა ამან და აქედან გაიყვანეო. ბავშვმა მითხრა, ხან წიხლს ამომარტყამდა, ხან თმაში მექაჩებოდა იქედან, რომ გამოვსულიყავიო. ჩემს დაქალებთან როცა შევდიოდი ყავის დასალევად, შემოვიდოდა შეშფოთებული ზაზა, უი, აქ ხარო? მკითხავდა და მერე ბავშვი გაყავდა. მე რომ რამე მცოდნოდა, ბავშვს როგორ ვანდობდი. როგორც გავიგე, არაერთხელ ჰქონია ასეთი შემთხვევა, მაგრამ იმ ბავშვების ოჯახმა არ უჩივლა, დამალეს ფაქტები. ერთ-ერთი შემთხვევის შემდეგ 6 თვე წასული იყო და როცა დაბრუნდა თქვა, მონასტერში ვიყავიო.

- როდის გითხრათ ბავშვმა ამ ფაქტის შესახებ?

- დაახლოებით ორი თვის წინ. საავადმყოფოში გადამყავდა და მითხრა, ზაზა ძიას ოთახში როცა შევყავდი ხელს მაკიდებინებდა და მეუბნებოდა, ეს ასე დაიქნიეო. მერე ხან წინ ჩამიდებდა, ხან უკანო. გავმწარდი, ძალიან ვინერვიულე. იმ დღეს თავი შევიკავე ჩხუბისგან, ბიჭები იყვნენ კორპუსში და ჩემი შვილის გამო სხვას ხომ არ გავხვევდი შარში? მეორე დღეს გაიმეტეს ქალებმა სასიკვდილოდ. შემდეგ დავრეკეთ პოლიციაში, მოვიდა ორ-ორი ეკიპაჟი, გამომძიებელი. წავედით პოლიციის მერვე განყოფილებაში, მივეცით ჩვენება, ბავშვმა მოყვა რას უკეთებდა ზაზა, ვიდეოც გადაუღეს, სადაც აღწერს, რა როგორ ხდებოდა. მისი საცვალი ნახეს, გამახდევინეს, სამი დღე პოლიციის განყოფილებაში ხან ვის უჯრაში იდო ეს საცვალი და ხან ვის უჯრაში.

- ზაზა არ დაუბარებიათ დაკითხვაზე?

- ჩვენ როცა მივედით განყოფილებაში, მაშინ გადმოსცეს პოლიციელებს, რომ ზაზა მიხაილოვის საავადმყოფოში გადაიყვანა სასწრაფომ. პოლიციამ როგორც კი შეიტყო ეს, უთხრა სასწრაფოდ მოიყვანეთ განყოფილებაშიო. ეტყობა ქალებმა რომ სცემეს ზაზა და ზედა ქუჩაზე გაიქცა, შეუძლოდ გახდა, ქუჩაში დავარდა და სასწრაფომ ამიტომ გადაიყვანა მიხაილოვის საავადმყოფოში. როცა ბავშვმა პოლიციაში ზაზას ხმა გაიგონა, ნერვიულობისგან ცუდად გახდა. ზაზა იძახდა, მაბრალებენ ყველაფერსო. ბავშვის საცვალი რომ ნახა პოლიციამ, ერთ-ერთი თანამშრომელი ისე გამწარდა, სცემა, მაგრამ მაგას პოლიცია არ იტყვის. მეგონა დააკავებდნენ, მაგრამ გამომძიებელმა თამუნამ მითხრა, საკმარისი მტკიცებულებები არ გვაქვს და სახლში ხომ არ წავიყვანო? რომ მახსენდება რას მეუბნებოდა გამომძიებელი, ვაიმე... გამომძიებელმა მითხრა, ოდესმე შენს შვილს შენთვის უთქვამს ზაზა ტუჩებში მკოცნიდაო? რატომ მითხრა ეს, არ ვიცი. არ ვენდობი მერვე განყოფილებას, ხელს აფარებენ დამნაშავეს. რომ დამიჭირონ მაინც ვიტყვი, რომ ის არის პოლიციის აგენტი და ამიტომ არის თავისუფალი. ბევრი უკანონობა ხდება ამ განყოფილებაში. გამომძიებელმა მითხრა, არსად არ თქვა ექსპერტიზის პასუხი რომ არის მოსულიო, არადა ხალხს ეუბნებიან, რომ ჯერ უცნობია ექსპერტიზის დეტალები.

- რა პასუხი მიიღეთ ექსპერტიზის შედეგად?

- როგორც გამომძიებელმა მითხრა, ექსპერტიზის პასუხები ასეთია: ბავშვის საცვალი ჭუჭყიანი იყოო. გამომძიებელმა მითხრა, ქალბატონო, სუფთად ჩაცმული ატარეთ ბავშვიო. ექსპერტიზის შედეგები მე არ მინახავს, მეუბნებიან საქმის მასალები და ექსპერტიზის შედეგების თქმის უფლება არ გვაქვს, მაგრამ მაინც გაცნობთო. ბაღში დამყავს ბავშვები და შეამოწმონ თუ არ აცვიათ სუფთად ჩემს შვილებს. ღამით არ მძინავს, კარი არ იკეტება, ხომ შეიძლება ეს ზაზა შემომივარდეს სახლში? გვერდით მიდევს ნაჯახი და ფხიზლად ვარ. ბაღშიც ყველა გაფრთხილებული მყავს, ბავშვს თვალი არ მოაშორონ, იმან რომ არ გაიტყუოს. კი ეშინია ბავშვს ზაზასი, ღამით ეღვიძება შიშით, მაგრამ 5 წლის არის და ხომ შეიძლება კანფეტები მისცეს, თბილად მოექცეს და ბავშვი გაყვეს.

- მანამდე საეჭვო არაფერი შეგიმჩნევიათ?

- ერთ ღამეს ბავშვი დაიკარგა, ვერსად ვერ ვნახე. ბოლოს ზაზას დავურეკე, ნინიკო სად არის-მეთქი და მითხრა, ლა იყო გოგო, ჩემთან ალისო. რომ მცოდნოდა, ბავშვს როგორ ვანდობდი. ბავშვს ემუქრებოდა თურმე, შემდეგ მითხრა ნინიკომ, ზაზა ძია მეუბნებოდა, დედას ეს არ უთხრა, თორემ შენც მოგკლავ და დედაშენსაცო. პატარაა ბავშვი და ეშინია, მეუბნება სამივეს მოგვკლავს ზაზაო. ითიშება ბაღში, მასთან ბაღის ფსიქოლოგი მუშაობს, აგრესიული გახდა ჩემი ნინიკო, ძალიან განიცდის.

- სად არის ახლა ზაზა?

- ამბობენ, თითქოს მონასტერშია, მაგრამ საკუთარი თვალით ვნახე. ხან მე-15 სკოლაში ცხოვრობს, ხან კიდევ მოსკოვის პროსპექტზე. იქ ვიღაც მრავალშვილიან ოჯახთან მეგობრობს, აქაც ხშირად მოჰყავდა ის ბავშვები. რა უნდა ვიფიქრო არ ვიცი, იმ ღამეს უნდა მომეკლა, პოლიცია მეუბნება ვერ ვიჭერთო. მაინცდამაინც ჩემი შვილის ბოლომდე გაუბედურება იყო საჭირო? პოლიციაში მარტო დაიტოვეს ჩემი 5 წლის შვილი დაკითხვაზე, ჩემთან ერთად შეამოწმეს, ჰქონდა თუ არა ძალადობის კვალი. სპერმა ჰქონდა საცვალზე და გამონაყარი ფეხებს შორის. მერე რატომ დაიტოვეს მარტო დაკითხვაზე? ამდენი ხანია ვიბრძვი, 21-ე საუკუნეში სიმართლეს როგორ ვერ ვიპოვი? ყველა მეუბნება გაჩერდიო, მაგრამ რატომ უნდა გავჩერდე? პედოფილის დაცვა როგორ შეიძლება, ხალხო? ადვოკატმაც მიღალატა, არასამთავრობოებმაც. ამ საქმემ გადამიყოლა და მივიყვან ბოლომდე. პროკურატურაში შევიტან სარჩელს. ვაფრთხილებ პოლიციას და ყველას, რომ მთიული ქალი ვარ და თუ კანონის გზით არ აგებს ზაზა პასუხს, სისხლის აღებით მოუწევს. ჩემი შვილის გამმწარებელი არც გარეთ მინდა და არც ციხეში.

Ambebi.ge შეეცადა, ზაზა ს-ს დაკავშირებოდა, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული აქვს.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 141 მუხლით, რაც 16 წლამდე მოუღწეველთან გარყვნილი ქმედების ჩადენას გულისხმობს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია