წყლის არასაკმარისი მიღება ასთმას, ალერგიებს, ჰიპერტონიას, ჭარბ წონასა და დეპრესიას იწვევს

წყლის არასაკმარისი მიღება ასთმას, ალერგიებს, ჰიპერტონიას, ჭარბ წონასა და დეპრესიას იწვევს

ადამიანი საკმაოდ მწვავედ რეაგირებს ორგანიზმში წყლის ნორმალური შემცველობის დარღვევაზე - ორგანიზმი ხომ წყლის გარეშე მხოლოდ რამდენიმე დღე ძლებს. ორგანიზმში წყლის დეფიციტს ქრონიკულ გაუწყლოებას უწოდებენ. ის მრავალი დაავადების მთავარი მიზეზია, მათ შორის - ასთმის, ალერგიების, ჰიპერტონიის, ჭარბი წონის, ემოციური პრობლემებისა და დეპრესიის.

სითხის 2%-ის დაკარგვისას, რაც დაახლოებით 1-1,5 ლიტრს უდრის, ადამიანს უჩნდება წყურვილის შეგრძნება, 6-8%-ის დაკარგვისას კანი ექერცლება, პირი უშრება და გონება ებინდება. 10%-ის უკმარისობისას იწყება ჰალუცინაციები, ძნელდება ყლაპვა, 12%-ის დანაკარგი კი სიკვდილს იწვევს.

წყლის არასაკმარისი მიღება არღვევს ორგანიზმის ცხოველქმედებას, თავს იჩენს დაღლილობის შეგრძნება, მცირდება შრომის უნარი, ირღვევა საჭმლის მონელებისა და ათვისების პროცესები, ნელდება ბიოქიმიური რეაქციები, იზრდება სისხლის სიბლანტე, რაც თრომბების წარმოშობის საშიშროებას ქმნის. ამასთანავე, სქელი სისხლი ცუდად აწვდის საკვებს ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებს, ირღვევა სისხლის წარმოქმნის პროცესი, ტრავმირდება სისხლძარღვები, ზიანდება კუნთები და სახსრები.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია