ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლები NASA-ს სამიტში მიიღებენ მონაწილეობას

ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლები  NASA-ს  სამიტში მიიღებენ მონაწილეობას

ახალციხის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეების ირაკლი კაპანაძისა და კარლო ხუციშვილის ინოვაციური გამოგონება მულტიკლიმატიზატორი ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს მიერ განხორციელებული “ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის” გამარჯვებული გახდა. გამარჯვების სანაცვლოდ, ქართველი მოსწავლეები აშშ-ში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან და კონრადის ფონდის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ინოვაციების სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.

გამარჯვებული გუნდის თქმით, ხშირი იყო შემთხვევები როდესაც ფერმერს მოსავალი ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო უფუჭდებოდა, რის გამოც ბიჭებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ხელსაწყო, რომლის მეშვეობითაც ფერმერები მოსალოდნელი ზიანის თავიდან არიდებას შეძლებენ. ახალგაზრდების მიერ გამოგონილი მულტიკლიმატიზატორის მეშვეობით, ფერმერები მოსალოდნელი წვიმის შესახებ 2-3 დღით ადრე შეიტყობენ. ხელსაწყოს დახმარებით ასევე შესაძლებელია მიწის ტენიანობასა და ტემპერატურის გაზომვა, რაც ფერმერებს მცენარის ნიადაგის გაკონტროლებაში დაეხმარება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია