პროფესიები, რომლითაც საქართველოში მარტივად დასაქმდებით

პროფესიები, რომლითაც საქართველოში მარტივად დასაქმდებით

უმუშევრობა საქართველოში არსებულ პრობლემებს შორის უმთავრესია. სწორედ, უმუშევრობით აიხსნება ის, რომ საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი უცხოეთში საქმიანობს და უკან დაბრუნებას არ ჩქარობს. თუმცა საქართველოშიც არის ისეთი პროფესიები, რომლებზეც მოთხოვნა მაღალია და სამსახურს შედარებით მარტივად იშოვით. bpn.ge დასაქმების რამდენიმე სააგენტოს დაუკავშირდა და ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების დაახელება სთხოვა.

როგორც სააგენტო hr.ge-ს მენეჯერმა გვითხრა, ამ მხრივ დიდი ადგილი გაყიდვების კატეგორიას უკავია, მისი წილი ვაკანსიებს შორის 20 პროცენტია. შემდეგ მოდის სასტუმროებისა და რესტორნების მომახურე პერსონალი 10 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილს კონსულტანტის თანამდებობა იკავებს 8 პროცენტით.

მენეჯერებისა და ფინანსისტების სიმრავლეზე საუბრობს job.geo.com-ის მენეჯერი დავით არველაძეც: "ჩვენი სააგენტოს მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ამ კატეგორიაში შედის დისტრიბუტორი, ასევე ოფისის მენეჯერი. ხშირად სჭირდებათ ბუღალტრები და ადმინისტრაციული პერსონალიც".

როგორც ჩვენმა მოკლვევამ აჩვენა, საკმაოდ დიდია მოთხოვნა ძიძებსა და დამხმარე ქალბატონებზეც, რომლებსაც მაღალშემოსავლიანი ოჯახები ქირაობენ. მათი დასაქმება გამოცდილების მიხედვით ხდება და ანაზღაურება 450 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობს

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია