"კვირის პალიტრის" საჩუქარი საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს

"კვირის პალიტრის" საჩუქარი საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს

გაზეთი "კვირის პალიტრა" საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს გერმანიასთან მატჩის დღეს საქართველოს დროშებს საჩუქრად გადასცემს.

"დინამო არენაზე" მისულ ქომაგებს სკამებზე "კვირის პალიტრის" მიერ ნაჩუქარი დროშები დახვდებათ. საქართველოს დროშას 4500-ზე მეტი ადამიანი მიიღებს.

"კვირის პალიტრა" მოუწოდებს ქომაგებს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის დროს გულშემატკივრებმა დროშები აღმართონ და უფრო გაალამაზონ "დინამო არენაზე" გასამართი მატჩი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია