მიზეზები, რის გამოც 11 წლის ბავშვმა თავი ჩამოიხრჩო, ცნობილია - რა უთხრეს მოზარდს სკოლაში, რის გამოც თავი მოიკლა

მიზეზები, რის გამოც 11 წლის ბავშვმა თავი ჩამოიხრჩო, ცნობილია - რა უთხრეს მოზარდს სკოლაში, რის გამოც თავი მოიკლა

ძველ ანაგაში 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. სკოლის დირექტორის ნინო ღვედაშვილის ინფორმაციით, მეხუთე და მესამე კლასის მოსწავლეებს შორის კონფლიქტი, წინა საღამოს მშობლებს შორის მომხდარი დაპირისპირების გაგრძელება იყო.

"ბავშვებმა ჩხუბი სკოლაში დილითვე დაიწყეს. მე, კლასის ხელმძღვანელებთან ერთად, ბავშვები დავაწყნარე. შემდეგ სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა. მოგვიანებით ბავშვი სახლში გავუშვით. პაპა-ბებია დახვდა, ისადილა, დედას ტელეფონზე ესაუბრა და შემდეგ მოხდა ეს ტრაგედია. კონფლიქტში მონაწილე ოჯახი უკვე დაკითხა პოლიციამ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ძველი ანაგის საჯარო სკოლის დირექტორმა.

11 წლის მოსწავლე გუშინ სკოლიდან დაბრუნების შემდეგ გაუჩინარდა, მოგვიანებით კი, სახლის გვერდით ჩამომხრჩვალი ბებიამ და ძმამ ნახა.

ადგილობრივების განცხადებით, მოზარდს კლასელებმა უთხრეს, თითქოს ის ნაშვილები იყო.

სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაგაინტერესებთ| რატომ იკლავენ თავს ქართველი ახალგაზრდები და რა იწვევს ადამიანში ამ საშინელ ქმედებას

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია