მოტოციკლი, საიდანაც სავარაუდოდ ბესო ხარძიანს ესროლეს, კეკელიძის ქუჩაზე იპოვეს

 მოტოციკლი, საიდანაც სავარაუდოდ ბესო ხარძიანს ესროლეს, კეკელიძის ქუჩაზე იპოვეს

მოტოციკლი, რომლითაც ბესო ხარძიანის მიმართ გასროლაში სავარაუდო ბრალდებული მოძრაობდა, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზეა ნაპოვნი.

მოტოციკლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ავტოფარეხთან აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ტერიტორია შემოსაზღვრულია და ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. ბესო ხარძიანი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით თავის, გულმკერდისა და მუცლის მიდამოში გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა.

ბიზნესმენი ბესო ხარძიანი კომპლექს "კუს ტბის" მეპატრონე იყო. იგი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს პატიმრობაში იმყოფებოდა.

რამდენიმე ხნის წინ ბესო ხარძიანი აცხადებდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გია უდესიანმა "კუს ტბის" წილში შესვლა მოსთხოვა და უარის შემდეგ მოხდა მისი დაკავება.

ბესო ხარძიანმა "კუს ტბის" ტერიტორიის უკან დაბრუნების მოთხოვნით ახალი ხელისუფლების პირობებში პროკურატურას მიმართა.

იხილეთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ბიზნესმენის მკვლელობის შესახებ თეგზე #ბესიკ ხარძიანი

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ