"მაშინ სოდ-ის უფროსი არ იყო ირაკლი კოდუა" - ნანუკა ჟორჟოლაინის პასუხი ირაკლი ბათიაშვილს

"მაშინ სოდ-ის უფროსი არ იყო ირაკლი კოდუა" - ნანუკა ჟორჟოლაინის პასუხი ირაკლი ბათიაშვილს

"იმედის კვირაში" ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის შესახებ საუბრისას ერთ-ერთ დამკვეთად ირაკლი ბათიაშვილმა სოდ-ის ყოფილი უფროსი ირაკლი კოდუა დაასახელა. ბათიაშვილის განცხადებაზე კომენტარის გასაკეთებლად სტუდიაში კოდუას მეუღლემ და ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლაინმა დარკა.

"2012 წლიდან დღემდე ბევრჯერ უხსენბიათ ირაკლი კოდუას გვარი, მაგრამ არცერთხელ არ ჩამითვლია საჭიროდ, რომ დამერეკა. ახლა საქმე ეხება ადამიანის სიკვდილს და ეს ძალიან მნიშველოვანი თემაა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ბათიაშვილი არის შეცდომაში შეყვანილი, და მან უბრალოდ არ იცის, როდესაც მან ირაკლი კოდუა დაასახელა... მე მინდა მას უბრალოდ ინფორმაცია მივაწოდო. სოდ-ის უფროსი მაშინ იყო დევი ჭელიძე და მე იმედს ვიტოვებ, რომ თქვენ ამის შესახებ ინფორმაცია არა გვაქთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნით ადრე მოხსნეს იმ სამსახურიდან, რომელიც ხარძიანის საქმეს აწარმოებდა. მე მივხდი, თქვენ რატომაც ახსენეთ სოდ-ი. უბრალოდ მაშინ სოდ-ის უფროსი არ იყო ირაკლი კოდუა. ჩემთვის ეს არის არსებითად მნიშვნელოვანი, ვინაიდან ამ კონტექსტში როდესაც სახელებსა და გვარებს ასახელებენ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ ყველაფერს იჯერებს და როდესაც ჩემს კოლეგას თვით სახელმწიფო კანცელარია სთხოვს, იყოს ფრთხილი განცხადებებში, იქნებ თქვენც ცოტათი ფრთხილი იყოთ, როდესაც რაღაც ზუსტად არ იცით.

ირეკლე კოდუა იყო კრიმინალური პოლიციის უფროსი, ის სოდი-დან მოიხსნა 2009 წლის დასაწყისში, 2008 წლის ომიდან ძალიან მალე და იყო კრიმინალური პოლიციის უფროსი, ეს არის ძალიან მარტივად გადასამოწმებელი ინფორმაცია. დევი ჭელიძე იყო სოდ-ის უფროსი.

ნანუკა ჟორჟოლიანის განცადებას ირაკლი ბათიშვილმა შემდეგი კომენტარით უპასუხა:

"დევი ჭელიძე იყო სოდ-ის უფროსი, მაგრამ რეალურად სოდ-ს ისევ მართავდა ირაკლი კოდუა".

ნანუკა ჟორჟოლიანი: რეალურად ვინ ვის და რას მართავდა და რეალურად რომელი ლარი ვის ჯიბეში მიდოდა, სხვა თემაა. ირაკლი კოდუა მართავდა 70 კაციან დეპარტამენტს კრიმინალურ პოლიციაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა