"არცერთი არ მოხვიდეთ ჩემს პანაშვიდზე" - ირმა ინაშვილი ხელისუფლების ლიდერებს მიმართავს

"არცერთი არ მოხვიდეთ ჩემს პანაშვიდზე" - ირმა ინაშვილი ხელისუფლების ლიდერებს მიმართავს

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა "იმედის კვირაში" ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის შესახებ ისაუბრა. მან ბოლო დროს ქვეყანაში მომხდარ მკვლელობებში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დაადანაშაულა.

"სამწუხაროდ, ჩვენ არ გვეღირსა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელსიუფლება. ეს ხელისუფლებაც არ არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე. ამიტომ არის პასუხისმგებელი ვაზაგაშვილის მკვლელობაზე. კოჰაბიტაცია პოლიტიკურ დონეზე იყო გადაწყვეტილი და არა პროკურატურის ან შსს-ს დონეზე. აფერხებდნენ პროკურატურას და შსს-ს, დაიწყეთ გაჩერდით, დაიწყეთ გაჩერდით... მე ახლა მინდა ვკითხო ღარიბაშვილსაც, ივანისვილსაც, უსუფაშვილსაც - დღეს რომ ამას ამბობთ, მწუხარებას გამოვთქვამთო, აღარ გვინდა ეს თქვენი ნეკროლოგები, არცერთი არ მოხვიდეთ ჩემს პანაშვიდზე თუ ამ გადაცემის მერე მე მომკლავენ. ჩვენს ქვეყანას აღარ აქვს ნეკროლოგების და პანაშვიდების დრო. მე ვეუბნები და ჩემი გუნდი ეუბნება ამ ხელსიუფლებას, არ შევეგუებით ამას, დიახ, ჩვენ დაზუსტებით ვიცით, რომ ეს მოდის უკრაინიდან. ამას აკეთებს სააკაშვილის გუნდი და ჩვენ გამოვაცხადებთ სრულლ დაუმორჩილებლობას. ქუჩებსაც გადავკეტავთ გარეთ გამოვალთ და აღარ შევალთ იმ ოფისებში. შეიკრიბოს უშიშროების საბჭო და დაიწყონ გოლდა მეიერის გზით სიარული და ჩამოათრიონ აქ ეს ყაჩაღები და ბანდიტები. გოლდა მეიერი ამბობდა, სამართალი თავად უნდა მოვიპოვოთო და იზრაელი ყველგან მიწვდება ტერორისტებსო. ჩვენც, საქართველო ყველგან მივწვედებით ტერორისტებს. ეს იცოდეს მიხეილ სააკაშვილმა...

გუშინ მომხდარი მკვლელობა და აქამდე ჩადენილი მკვლელობები იმ გუნდს უკავშირდება, რომელიც ახლა კიევშია. ქვეყანაში ორგანიზებული ტერორი დამკვიდრდა და ეს ყველაფერი დღევანდელი ხელისუფლების უმოქმედობის პასუხია. სააკაშვილს, ადეიშვილსა და „ნაციონალური მოძრაობების" წევრებს არ აწყობს საქართველოში არსებობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სამართლიანობის აღდგენაზე, დემოკრატიასა და დამნაშავეების დასჯაზე საუბრობენ. ეს მკვლელობები მიზნად ისახავს საზოგადოების დაშინებას. თუ ხელისუფლება არ გააქტიურდება მინიმუმ სამ ტრუპი კიდევ დაიდება", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა