ბოლო თვეები ხარძიანს ემუქრებოდნენ და არავინ საუბრობს ჯანყარაშვილსა და ნაცვლიშვილზე - ლევან ბეჟაშვილი

ბოლო თვეები ხარძიანს ემუქრებოდნენ და არავინ საუბრობს ჯანყარაშვილსა და ნაცვლიშვილზე - ლევან ბეჟაშვილი

"იმედის კვირაში" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის შესახებ ისაუბრა.

"დღეს ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა შექმნილი. პრაქტიკულად, საქართველო დაემსგავსა 90-იანი წლების კრიმინალურ ქრონიკას. შეკვეთილი მკვლელობები ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, გავიხსენებ ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას, შეკვეთილ მკვლელობას თელავში, რომელიც ძალიან ჰგავს გუშინ მომხდარ მკვლელობას, პოლიციელების მკვლელობა ასევე ყოველდღიურობად იქცა, ხელსიუფლების წარმომადგენლები ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს აეროპორტში ხვდებიან და ქვეყნის შიგნით ყველანაირ კარდბლანშს აძლევენ, ბათუმი დატერორებულია კრიმინალური სამყაროს მიერ, პოლიციელი რომელმაც ამაზე ხმა ამოიღო, შეკვეთილი მკვლელობით მოკლეს და ამის გამო არავინ დასჯილა.

ხელისფლება და კრიმინალი ერთმანეთთან შეზრდილია და ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ალაგმოს. მომხადი შეკვეთილი მკვლელობები გამოუძიებელია. კარგი ასპარეზია შექმნილი იმისთვის, რომ ხელისუფლებამაც და სხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმაც ხელი "ნაციონალური მოძრაობისკენ" გაიშვირონ.

არავის აინტერესებს საქმის ობიექტური გამოძიება, გუშინ საქმის ადვოკატისგან ჩვენ მოვისმინეთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ხარძიანის მიმართ მუქარები ხორციელდებოდა. კონკრეტული გვარებიც დასახელდა - ჯანყარაშვილი, ნაცვლიშვილი და ა.შ. ამაზე არავინ არ საუბრობს. ასევე როდესაც საუბარია უდესიანზე და "ნაციონალურ მოძარობასთან" მის კავშირზე, ყველა რატომღაც ივიწყებს, რომ 2012 წლის შემდეგ უდესიანი ეხმარებოდა "ქართულ ოცნებას" თბილისის საკრებულოში სიტუაციის დალაგებაში. საერთო ბიზნეს-ინტერესებიც გააჩნდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ზოგიერთ პოლიტიკოსს აწყობს, რომ ეს ვითარებაც გამოიყენონ და ისევ "ნაციონალური მოძარობისკენ" გაშვირონ ხელი. მაშინ, როცა რეალობა სულ სხვაა", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენელს გადაცემის წამყვანებმა ჰკითხეს ემიჯნება თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" გიორგი უდესიანს.

"უდესიანს ვემიჯნებით რას ჰქვია, ეს ადამიანი იყო "ქართულ ოცნებასთან" ალიანსში და ერთად ახორციელებდნენ ქართულ პოლიტიკას თბილისის საკრებულოში, პარლამენტში და ა.შ. შექმნილი ვითარება ყველაზე მეტად აწყობს ხელიუსფლებას და "ნაციონალური მოძრაობის" მოწინააღმდეგე პლიტიკურ ორგანიზაციებს. ამ საქმის გამოუძიებლობაც აწყობთ და ამიტომ ვითხოვთ საქმეების უმკაცრესად და უსწრაფესად გამოძიებას, თუნდაც იმ საკუთების უფლებასთან დაკავშირებული სამქეების და შეკვეთილი მკვლელობების, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით და დაისაჯო ის ადამიანები, ვინც მართლა დასასჯელია. ხელისუფლების გამოწვევაა გამოიძიონ ეს საქმეები და უმკაცრესად დასაჯონ დამნაშავეები. ქვეყანაში კანონიერება უნდა ზეიმობდეს. დღეს პოლიციაც კი დაუცველია, არ თუ საზოგადოების რიგითი წევრები, იმიტომ რომ ხელისუფლება და კრიმინალი ალიანსში არიან", - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა