რა საქმეზე დაჰკითხავენ ნიკა მელიას და ირმა ნადირაშვილის მეუღლეს?

რა საქმეზე დაჰკითხავენ ნიკა მელიას და ირმა ნადირაშვილის მეუღლეს?

"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამო­ძ­­იებო სამსახურმა "ბინათმესაკუთრეთა ამხა­­ნაგობის განვითარების ხელშეწყობის პროექტის" კორუფციული სქემის შესწავლა­ დაიწყო. ეს პროექტი ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის დროს წამოიწყეს, რომლის ფარგლებშიც გამგეობებისა და ამხანაგობ­ე­ბის თანადაფინანსებით მრავალბინიანი კორპუსების­ გამაგრებითი, გადახურვის, სადარბაზოების სარემონტო და სხვა სამუ­შაოები მიმდინარეობდა. გამომძიებლები იმან დააინტერესა, რომ უმრავლეს შემთხვე­ვაში სამუშა­ოს ასრულებდნენ ერთი და იგ­ივე კომპანი­ები, რომელთაც გამგეობის ხელმძღვანელი პირები პირადი ფინანსური­ დაინტერესების საფუძველზე­ არჩევდნენ. კან­ონმდებლობის თანახმად კი, სამუშაოების მწარმოებელი კომპანია უნდა შეერჩია ამხა­ნაგობის­ თავმჯდომარეს, მაგრამ ხშირად გამგეობა არჩევდა სასურველ კომპანიას და ამხანაგ­ობის თავმჯდომარეს სთხოვდა,­ მასთან გაეფორმებინა ხელშეკრულება, სანა­ცვლოდ კი ამხანაგობას არ მოუწევდა თანად­ა­ფინანსების ფარგლებში დაწესებული­ 20%-ის გადახდა.­ კორუფციული სამკუთხედის მიხედვით, სამშე­ნებლო კომპანიას დოკუმენტებში შეჰქ­ონდა ყალბი მონაცემები, რითაც­ ხელოვ­ნურად ზრდიდნენ შესრულებული სამუშ­აოების მოცულობასა და ღირებულებას. შედეგად, გარიგებაში მყოფი პირები მოტყუებით­ ეუფლებოდნენ საბიუჯეტო სახსრებს. გარიგება კი ყველა მხარისთვის მომგებიანი გახლდათ: ამხანაგობა­ თავისუფ­ლდებოდა 20%-იანი თანადაფინანსებისგან, გამგეობის ხელმძღვანელები, საექსპერტო დაწესებულების წარმომადგენლები­ და სამშენებლო კომპანია კი შეუსრულებელი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს ინაწილებდნენ.

ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში­ გოგოლისა და ფიროსმანის ქუჩის ბინათმეს­აკუთრეებიც მოხვდნენ, სარემონტო სამუშ­ა­ოებისთვის თანხაც გამოიყო. "კვირის პალი­ტ­რამ" ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გადაამოწმა,­ თუმცა, ფოტომა­ს­ალიდანაც კარგად ჩანს, რომ იქ სამუშა­ოები არ ჩატარებულა (თვალსაჩინოებისთვის­ გთავაზობთ გოგოლის #10-სა და ფიროსმანის #18-ში გადა­ღებულ ფოტოებს).

ვის ჯიბეში მიდიოდა სარემონტო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხები? სამშენებლო კომპანიებს მერიის მაშინდელი მაღალჩინოსნ­ები არჩევდნენ და კორუფციული გზით თანხებს­ ითვისებდნენ. წყაროს­ ცნობით,­ ამ საქ­მეზე მალე დაკითხვაზე დაიბარებენ მთაწმინდის ყოფილ გამგებელს, ნიკა მელიას, ჩუღურეთის ყოფილ გამგებელს, დავით დაღელაშვილსა, და დიდუბის­ ყოფილ გამგებელს, ლევან მხეიძეს.

იხილეთ გაგრძელება

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა