ამინდის პროგნოზის საიტის, Dari.ge-ს მონაცემებით, მომდევნო დღეებში საქართველოში წვიმა და თოვლჭყაპი, მაღალ მთაში კი თოვაა მოსალოდნელი.
გთავაზობთ მომდევნო 3 დღის ამინდის პროგნოზს.
თბილისი:
დღეს - მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია თოვლჭყაპი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 6, ღამით 1 გრადუსი იქნება.
ხვალ - Dari.ge-ს მონაცემებით, 31 მარტს თბილისში კოკისპირული წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 11, ღამით კი 5 გრადუსი იქნება.
ოთხშაბათი - კოკისპირული წვიმა. მოსალოდნელი ტემპერატურა დღისით 13 და ღამით 5 გრადუსი სითბო.
Dari.ge-ს მონაცემებით, დედაქალაქში ხუთშაბათს გამოიდარებს, თუმცა კვირის მიწურულს კვლავ უამინდობა იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში მოსალოდნელია ზოგან წვიმა, მაღალ მთაში - თოვლი. ტემპერატურ ხვალ, დღისით +9 +14, ღამით +1 +6 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან წვიმა, მაღალ მთაში - თოვლი. ტემპერატურა დასავლეთში ხვალ დღისით +11 +16, ღამით +6 +11 გრადუსი იქნება.
იხილეთ ამინდის დეტალური მიმოხილვა Dari.ge-ზე.