ლალი მოროშკინა: "ბესო ხარძიანს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ"

ლალი მოროშკინა: "ბესო ხარძიანს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ"

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩევლის, ლალი მოროშკინას თქმით, ბესო ხარძიანს მისი პატიმრობის პერიოდში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

"ბესო ხარძიანი 2 კაციან საკანში იყო გადაყვანილი, რადგან სახიფათო იყო მისი უფრო დიდ საკანში დარჩენა. ამბობდა, რომ ყოველ წუთს ელოდება საჭმელში საწამლავის ჩაყრას, რადგან ციხიდან მისი ცოცხალი გამოსვლა არ აწყობს ადამიანს, ვისთანაც რამდენიმეწლიანი დავა აქვს. მას ამაზე ბევრი საჩივარიც ჰქონდა დაწერილი.

მე, რომელიც კარგად ვიცნობდი ბესოს და წლებია ვმეგობრობდით, ის აბსოლუტურად გაჭაღარავებული დამხვდა და მითხრა რომ რამდენიმე წუთში მოხდა მისი გაჭაღარავება. ვაჟკაცმა შეიძლება ცემა აიტანოს, მაგრამ როდესაც გაუპატიურებით გემუქრებიან და გაგათრევენ საკნიდან, თან გეუბნებიან, რომ ეს დაგვიკვეთეს, საშინელებაა. მაშინ ბესო სხვა პატიმრებმა გადაარჩინეს, რომლებმაც ხმაური ატეხეს. დაინგრა საკნები, რადგან ის უკანასკნელ ხმაზე ყვიროდა, მიშველეთო", - ამბობს "გურია ნიუსთან" მოროშკინა.

სრული ტექსტი: gurianews.com

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა