ick: გურჯაანში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სცემეს

ick: გურჯაანში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სცემეს

გურჯაანში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სცემეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მძღოლი, რომელიც პოლიციელებმა გააჩერეს, არ დაეთანხმა მათ შენიშვნას, რომ ღვედის გარეშე მოძრაობდა, რამაც ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია.

თვითმხილველების თქმით, მძღოლმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ ღვედის გარეშე არ მოძრაობდა, რის შემდეგაც პოლიციელებმა ის დაადანაშაულეს, რომ მანქანის მართვის დროს მობილური ტელეფონით საუბრობდა. მძღოლი არც  ამ ბრალდებას დაეთანხმა და პოლიციელებს უთხრა, რომ მისი მობილური გაფუჭებული იყო. ამის მიუხედავად, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა გადაწყვიტეს, რამაც მძღოლი გააღიზიანა. მის მიერ პროტესტის გამოთქმის შემდეგ, პოლიციელებმა მძღოლის დაკავება სცადეს, რა დროსაც მძღოლმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მძღოლი მას შემდეგ დააკავეს, რაც ინციდენტის ადგილზე საპატრულო პოლიციის სამი ეკიპაჟი გამოცხადდა.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ