კურტანიძის ცოლი მინისტრის მრჩეველის თანამდებობაზე მეუღლის დახმარებით დაინიშნა? - მიქაცაძის პირველი კომენტარი

კურტანიძის ცოლი მინისტრის მრჩეველის თანამდებობაზე მეუღლის დახმარებით დაინიშნა? - მიქაცაძის პირველი კომენტარი

საქართველოს თავდაცვის მინისტრს ახალი მრჩეველი ჰყავს. მინდია ჯანელიძის ერთ-ერთი მრჩევლის თანამდებობაზე ხათუნა მიქაცაძე დაინიშნა, რომელიც პიარის კუთხით იმუშავებს. როგორც მიქაცაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, უწყებაში მუშაობა მარტიდან დაიწყო.

"ინფორმაციას ვადასტურებ. მიმდინარე თვიდან დავიწყე მუშაობა მინისტრის მრჩევლად", - განაცხადა მაქაცაძემ.

რაც შეეხება მოსაზარებას, რომ თავდაცვის სამინისტროში, აღნიშნულ თანამდებობაზე მეუღლის, დეპუტატ ლუკა კურტანიძის დახმარებით დაინიშნა, ხათუნა მაქაცაძე აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ პიარის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

"იმისთვის, რომ ვიღაცას წარმოდგენა არ შეექმნას, თითქოს არსად არ მიმუშავია და თავდაცვის სამინისტროში უცბად გავჩნდი, მინდა განვმარტო, რომ წლების წინ დავიწყე მუშაობა: ჯერ იყო ჟურნალისტთა საერთაშორისო ალიანსი, მერე ჩაჩავას სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, სადაც პიარის ხელმძღვანელი ვიყავი, ამის მერე ვმუშაობდი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატში, იყო ფინანსთა სამინისტრო, იყო "ფლაი ჯორჯია", "ზედაზენი", სადაც ასევე პიარის ხელმძღვანელად ვმუშაობდი და ა.შ. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, მე და ლუკა წელიწადნახევრის წინ დავქორწინდით, მე კი საქმიანობაში 1996 წლიდან, აქტიურად ვარ ჩართული", - აღნიშნა ხათუნა მაქაცაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."