"შიდა დაპირისპირების გაღრმავება რუსეთის სტრატეგიული ამოცანაა" - რომან გოცირიძე

"შიდა დაპირისპირების გაღრმავება რუსეთის სტრატეგიული ამოცანაა" - რომან გოცირიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე, ბოლო დროს საქართველოში მომხდარ მკვლელობებს ეხმაურება და რუსეთის სარგებელზე საუბრობს:

"დაულაგებელი აზრები:

1. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი პერიოდიდან მოყოლებული, რუსეთმა დიდი სარგებელი ნახა საქართველოში ხელისუფლების ყოველი ცვლილების შედეგად. მისთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს ხელისუფლება პრორუსული იქნება თუ ანტირუსული. მისთვის მთავარია, რომ ხელისუფლების ცვლილება მოხდეს რაც შეიძლება დრამატული ფორმით, თუნდაც ეს ცვლილება არჩევნების გზით განხორციერდეს.

2. შიდა დაპირისპირების გაღრმავება რუსეთის სტრატეგიული ამოცანაა. ამის მრავალი ბერკეტი აქვს: პროპაგანდისტული, ფინანსური, აგენტურული. ერთ-ერთი მთავარი იარაღი მეხუთე კოლონაა. საქართველოში დღეისათვის იგი ისე ძლიერია, როგორც არასდროს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. მრავალი წლის შემდეგ ქვეყნებზე ზემოქმედების ამ მეთოდს ჰიბრიდული ომი უწოდეს. ზოგჯერ ეს ცივი ომია, ზოგჯერ ცხელი.

3. ბოლო დროს მომხდარ მკვლელობებს ერთი საერთო ნიშანი აქვს: მეორე დღესვე "ნათელია" მკვლელის ვინაობა. ეს იწვევს ძიების აცდენას სწორი გზიდან. ხელისუფლებას უჩნდება პოლიტიკური სარგებლის მიღების ცდუნება, რაც საბოლოო ჯამში ამცირებს ჭეშმარიტების დადგენის შანსს.

4. თუ მკვლელობები არაკრიმინალური მოტივითაა ჩადენილი, ალბათ ვერასდროს გავიგებთ სიმართლეს, თუ კრიმინალურია, ადრე თუ გვიან ყველაფერს ფარდა აეხდება. საქართველოში ბოლომდე არაფერი იმალება. ესეც ეროვნული თავისებურებაა" - წერს გოცირიძე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია