ქართული კურორტების სიძვირის საიდუმლო

ქართული კურორტების სიძვირის საიდუმლო

საქართველოს კურორტების უმეტესობას სეზონურობა ახასიათებს - როგორც წესი, მთის კურორტები უფრო მეტად ზამთრის სეზონზეა დატვირთული, ხოლო ზღვის - ზაფხულობით. ამ მხრივ ჩვენ ბევრად ჩამოვრჩებით მოწინავე საკურორტო ქვეყნებს, როგორიც არის მაგალითად, შვეიცარია, ან ავსტრია, სადაც ტურისტების რაოდენობა ზამთარ-ზაფხულ თითქმის თანაბარია. სეზონური ტურიზმის გამო, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოში სეზონური გადასახადების დაწესებას მოითხოვენ. მათი შეფასებით, ქონების გადასახადის ამოღება უმჯობესია სეზონურად ხდებოდეს, რაც ამ ბიზნესისთვის დიდი შეღავათი იქნება და ტურიზმის განვითარებასაც წაახალისებს.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ მათი ბიზნესი სულ რამდენიმე თვის განმავლობაში იძლევა მოგებას. როგორც bpn.ge-სთან საუბრისას ბორჯომში არსებული საოჯახო სასტუმრო "თორის" ხელმძღვანელმა, ვეფხვია ჯღუნიაშვილმა აღნიშნა, ბორჯომში ტურისტები ძირითადად ზაფხულობით ჩადიან და სასტუმროები სრული დატვირთვით მხოლოდ ივლის-აგვისტოში მუშაობენ.

მსგავსი ვითარებაა კახეთშიც. დასასვენებელ კომპლექს "ლოპოტას" ფინანსური მენეჯერის გიორგი უთიაშვილმა თქმით, კომპლექსს დამსვენებელი ზაფხულში უფრო ჰყავს, ვიდრე - ზამთარში. "ჩვენთანაც იგივე ხდება, რაც სხვა კურორტებზე - დამსვენებლები ზაფხულში უფრო გვყავს, ზამთარში კი - ნაკლებად. ლოპოტაში ყველაზე აქტიური პერიოდი აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით გვაქვს, შემდეგ კი - პასიური თვეები მოდის, რომელიც ნოემბრიდან მარტის ბოლომდე გრძელდება. ამიტომ, თუ სხვა შეღავათს არ გაგვიწევენ, სასურველია, გადასახადები ზაფხულში მაინც გადაგვივადონ, ოღონდ ისე, რომ ამ გადავადებას საურავების დარიცხვა არ მოჰყვეს. ამ შემთხვევაში ბიზნესს აღარ მოუწევს საბანკო სესხის აღება, რასაც აუცილებლობის შემთხვევაში ბევრი მიმართავს. ბანკის სესხს კი, ბუნებრივია, პროცენტების დარიცხვა მოჰყვება, რაც ჩვენთვის დამატებითი ხარჯია. ამიტომ, მსგავსი შეღავათები სასიკეთოდ იმოქმედებს ჩვენს საქმიანობაზე", - ამბობს გიორგი უთიაშვილი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია