ბაჩო ახალაიას ე.წ. ჯაშუშების საქმეზე სასამართლომ პატიმრობა გაუუქმა

ბაჩო ახალაიას ე.წ. ჯაშუშების საქმეზე სასამართლომ პატიმრობა გაუუქმა

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას, ე.წ. ჯაშუშების საქმეზე სასამართლომ პატიმრობა გააუქმა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბაჩო ახალაიას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა.

"ბაჩო ახალაიას ამ საქემზე პატიმრობის 9-თვიანი ვადა იწურებოდა 5 აპრილს, რის გამოც, დღეს, სასამართლომ ახალაიას პატიმრობა გააუქმა. როგორც ყველა საქმეში, აქაც უსაფუძვლოდ იყო პატიმრობა შეფარდებული და მიზნად ისახავდა მის 9 თვით ციხეში გამოკეტვას", - განაცხადა ველიჯანაშვილმა.

მიუხედავად მოსამართლის ამ გადაწყვეტილებისა, ახალაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ვერ დატოვებს, რადგან მას პატიმრობა სხვა საქმეებზეც აქვს მისჯილი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ