ვინ ჩამოიყვანს მიშას უკრაინიდან, "პატრიოტთა ალიანსი" თუ ქართული სპეცსამსახური?

ვინ ჩამოიყვანს მიშას უკრაინიდან, "პატრიოტთა ალიანსი" თუ ქართული სპეცსამსახური?

"ჯერ ერთი, არ არის უკრაინის გენერალური პროკურორის კომპეტენცია - სააკაშვილს გადმოგვცემენ თუ არა. უკრაინის მოქმედ კანონმდებლობას ძალიან კარგად ვიცნობ, რადგან რამდენიმე ქართველის ექსტრადიცია მოხდა უკრაინიდან საქართველოში ამ წლების განმავლობაში. მათი კანონმდებლობით, როცა ინტერპოლით გამოცხადდება ძებნა, მაშინ ხდება პირის დაკავება ყოველგვარი ახნსა-განმარტების გარეშე... უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადება არის წმინდა წლის პოლიტიკური და არ არის სამართლებრივი დოკუმენტი. ის ნათლად გამოხატავს უკრაინის მმართველი პოლიტიკური ელიტის განწყობას", - აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით - "აბა, ვინ ჩამოიყვანს მიშას უკრაინიდან, "პატრიოტთა ალიანსი" თუ ქართული სპეცსამსახური?/ შალვა ხაჭაპურიძე: "ისრაელს როცა დამნაშავეს არ აძლევენ, "მოსადი" ახორციელებს სპეცოპერაციას, იპარავენ დამნაშავეს და ჩამოჰყავთ ისრაელში".

"ეს არ გამომდინარეობს არც უკრაინის და არც საერთაშორისო სამართლიდან. როდესაც ქვეყანა პირი გადაცემაზე უარს აცხადებს უარი დასაბუთებული უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილებით! კი ბატონო, არ გადმოსცეს დავით კეზერაშვილი და დათა ახალაია, მაგრამ ფაქტია - ეს მოხდა სასამართლოს დადგენილებით. რაკი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ასეთი პასუხებია, ამისთვის არსებობს საგარეო საქმეთა სანინისტრო, რომელმაც სააშკარაოზე უნდა გამოიტანოს უმნიშვნელოვანესი საკითხები. საერთოდ არ მესმის, ვინ ეკითხებ უკრაინის გენერაკურ პროკურორს ან უკრაინის პრეზიდენტს? - სააკაშვილის გადმოცემის საკითხი არის სხვა ქვეყნის სპეცსამსახურის დავალება, რომელსაც ემორჩილება უკრაინის ხელისუფლება. ამიტომ ამის წამალი არსებობს. ისრაელის სახელმწიფოში უამრავი მაგალითია, როცა დამნაშავეს არ აძლევენ და "მოსადი" ახორციელებს სპეცოპერაციას, იპარავენ დამნაშავეს და ჩამოჰყავთ ისრაელში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა ხაჭაპურიძე.

"ადამიანის უფლებათა კონვენციაში საუბარია, რომ ექსტრადიცია არ შეიძლება განხორციელდეს თუ დგინდება, რომ პირის მიმართ შეიძლება განხორციელდეს პოლიტიკური დევნა. ამიხსენით, ვინ სდევნის სააკაშვილს პოლიტიკურად? საქართველოში იყო, ხელი მისთვის არავის უხლია, ვიდრე გამოძიებამ არ დადო საკმარისი მტკიცებულებები, მას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცეს. პოლიტიკური დევნა რომ ნდომოდათ, საქართველოდან გაუშვებდნენ? სად არის პოლიტიკური დევნა საქართველოში - ყოველდღე ორ-ორი გამამართლებელი განაჩენი გამოდის სასამართლოდან "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებზე და ამაზე ვინმე ხმას იღებს?" - განაგრძობს რესპონდენტი.

"ეს არის შირმა. გეტყვით ეს ვინც გააკეთა - უკრაინის პროკურატურამ გაააკეთა განცხადება პოროშენკოს ზარის შემდეგ, პოროშენკოს კი დაურეკეს გარკვეული ქვეყნის სპეცსამსახურებმა და მოსთხოვეს, რომ სააკაშვილს არ გადასცემთ საქართველოს, რადგან სააკაშვილი ამ ეტაპზე საჭიროა იყოს უკრაინის ტერიტორიაზეო. მოწინააღმდეგე კი არ არის ძლიერი, ჩვენ ვართ სუსტები. ნებისმიერი დიდი სახელმწიფო საქართველოს არც კი მოიხსენიებს... რა გახდა ამ სააკაშვილის ჩამოყვანა, ისრაელის სპეცსამსახურები იყენებენ დღემდე ამ ღონისძიებას, შენც გაუშვი სპეცსამსახურები და ჩამოიყვანე და თუ გამართლდება - გამართლდეს. უკრაინამ იცის რომ მათი პოზიციის საპირწონე არაფერი გვაქვს, არ გვთვლის სახელმწიფოდ და გვექცევა ისე, როგორც ვიმსახურებთ. სააკაშვილზე ჯერ არ გამოცხადებულა ინტერპოლით საერთაშორისო ძებნა, ჯერ არ არის ინტერპოლის საკითხი. თუკი შემდეგაც არ გადმოგვცემს უკრაინა სააკაშვილს, მერე უკვე სხვა ღონისძიებებია გასატარებელი", - დასძენს ადვოკატი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."