იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა

იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა

იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებს, პატრულისა და შენობის დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც ”ინტეპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, სამართალდამცველები შეეცადნენ, რომ აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელის ტერიტორიიდან გაეყვანათ და შესასვლელი გაეხსნათ, თუმცა ამის საშუალება აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. ისინი კვლავ რჩებიან ცენტრალურ შესასვლელთან, რის გამოც შესასვლელი დაკეტილია. იუსტიციის სახლში მოქალაქეები შესვლას და გამოსვლას გვერდით შესასვლელიდან ახერხებენ.

აქციას იპოთეკით დაზარალებულები და ე.წ. ატსტუპნიკები მართავენ. მათი მოთხოვნაა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და მთავრობამ გამოცხადოს მორატორიუმი გამოსახლებაზე. ისინი ასევე ითხოვენ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."