ბიძინა ივანიშვილი - ყველას შესატყვისი პასუხი გაეცემა და სამართლის წინაშე აგებენ პასუხს

ბიძინა ივანიშვილი - ყველას შესატყვისი პასუხი გაეცემა და სამართლის წინაშე აგებენ პასუხს

ყველას შესატყვისი პასუხი გაეცემა და სამართლის წინაშე აგებენ პასუხს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენ ბესო ხარძიანის ოჯახისთვის მისამძირების შემდეგ განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ხარძიანის მკვლელობა არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია.

"მინდა, გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი და თანადგომა გამოვუცხადო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ გახლავთ მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია. მოკლე დროში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პრინციპულ ადამიანებს, ვინც სამართლიანობისთვის ბრძოლას თავს არ ანებებს, სწორედ რომ ტერორით უმკლავდებიან ჩვენს ქვეყანაში და ცდილობენ ამით შეგვახსენონ წარსული დრო, საზოგადოებაში შიში და შფოთვა გამოიწვიონ. ვარწმუნებ ამ არაადამიანებს, ვისაც ეს თავში მოუვიდათ, რომ მსგავსი ჩვენს საზოგადოებაში ფეხს ვერ მოიკიდებს. ყველას პასუხი გაეცემა შესატყვისი და სამართლის წინაშე აგებენ პასუხს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბესო ხარძიანი 28 მარტს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."