ვახტანგ რჩეულიშვილი საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე გამოცემა georgianjournal-ის სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ყველაზე სექსუალურ ქართველ პოლიტიკოსებზეა საუბარი და 1996 წელს საქართველოში ჩატარებულ გამოკითხვას იხსენებს, რომლის თანახმადაც იგი ყველაზე სექსუალურ ქართველ პოლიტიკოსად დაასახელეს.
"1996-ში მე დამასახელეს ყველაზე სექსუალურ, ხოლო ზურა ჟვანია - ყველაზე ჭკვიან ქართველ პოლიტიკოსებად. ორივეს შეგვშურდა ერთმანეთის. ესაა ცხოვრება....70 წლის ედუარდ შევარდნაძეს კი კაბინეტში მისი შვილის ხელა ულამაზესი ქართველი ქალბატონი უხტებოდა ფანჯრიდან ("ქაჯეთის ციხის" ბოლო სართულიდან) სიტყვებით-მიყვარხართ ბატონო ედუარდო! ბრავო ბაბუ", - წერს რჩეულიშვილი.