საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური, კონტრაბანდის გადატანის ბრალდებით დააკავეს

 საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური, კონტრაბანდის გადატანის ბრალდებით დააკავეს

საბერძნეთში, კონტრაბანდის გადატანის ბრალდებით, ორი ქართველი მეზღვაური, ეკიპაჟის ექვს წევრთან ერთად დააკავეს.

დაკავებულები ქალაქ კალატამატას ციხეში იმყოფებიან და მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. როგორც ერთ-ერთი მეზღვაური, ლევან ჯინჭარაძე სატელეფონო საუბარში აცხადებს, დალუქული კონტეინერები მონტენეგროდან წამოიღეს, რომელიც ლიბიაში უნდა გადაეტანათ, ხოლო კონტრაბანდული ტვირთის შესახებ მათთვის უცნობი იყო.

მისი თქმით, აღნიშნული მარშრუტით მათ ორი რეისი განახორციელეს, ხოლო მესამე რეისის დროს, ცუდი ამინდის გამო საბერძნეთის ერთ-ერთ კურორტზე გაჩერდნენ, სადაც ისინი დააკავეს. ბერძნული მედია წერს, რომ გემს 11 ათასი ყუთი კონტრაბანდული სიგარეტი გადაჰქონდა. მომხდარის თაობაზე საქმის კურსშია საბერძნეთში საქართველოს საკონსულო. დაკავებულები საბერძნეთში საქართველოს კონსულმა ნანა ჩაბრავამ მოინახულა.

"მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ მიესაჯათ წინასწარი პატიმრობა და ელოდებიან სასამართლო პროცესს. დაკავებულები თავს უდანაშაულოდ ცნობენ. საკონსულო მისი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად ცდილობს დახმარება აღმოუჩინოს უდანაშაულობის დამტკიცებაში", - განაცხადა კონსულმა.

როგორც დაკავებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, გემთფლობელი თურქეთის მოქალაქეა, რომელიც იმალება. მეზღვაურების ახლობლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ